04 იანვარი, 2014
ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...
ელისომ მართლაც იპოვა თავისი ბედნიერება ქუთაისელ დავით მიქაბერიძესთან და ქორწილის ფოტოებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში ''რეიტინგის'' წინა, 23 დეკემბრის ნომერში გავხსენით ჩვენი ჟურნალის ნომინაციების პირველი ბლოკი. შეპირებისამებრ, ამ ნომერშიც გთავაზობთ მასალის გაგრძელებას. თვალი გადავავლოთ, კიდევ ვინ გამოირჩეოდა წლევანდელი წლის განმავლობაში სკანდალებით, საინტერესო თუ დამაინტრიგებელი ამბებით.

წლის ქორწინება

აქ ძალიან ბევრი ნომინანტი გვყავს. ამ კუთხით 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვი გახლდათ. გაგვითხოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველი ლამაზმანი ქეთა თოფურია, რომელმაც ბედი ლევ გეიხმანს დაუკავშირა. ქეთას ორი საქორწილო
კაბა ინტერნეტში საკმაოდ დეტალურად განიხილეს მოდის მოყვარულებმა, მთლიანად ცერემონია დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ქართველ მომღერალს სიძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა და სიურპრიზად საყვარელი შემსრულებელი, დაიანა კინგი ჩაუყვანა ქორწილში. რასაკვირველია, ამ დიდ თავყრილობას რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის, პრიმა, ალა პუგაჩოვაც ესწრებოდა, რომელმაც, მეუღლესთან ერთად, ქეთას საკმაოდ მოკრძალებული ნივთი, ლარნაკი უსახსოვრა.

მიმდინარე წელი ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ელისო ჩაფიძისთვისაც, რომლის გათხოვებას თვით ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და მის ხაჭაპურებს გვიქებდა. ხუმრობა იქით იყოს და, ელისომ მართლაც იპოვა თავისი ბედნიერება ქუთაისელ დავით მიქაბერიძესთან და ქორწილის ფოტოებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.
ლალი მოროშკინა წელს მესამედ გათხოვდა და ირაკლი ჯაფარიძეზე დაქორწინდა. როგორც ლალი ამბობს, ის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია, რასაკვირველია, ესმის, რომ ცოლად ცნობილი ადამიანი მოიყვანა, თუმცა თავიდან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ სადმე გამოჩენისას ყველა თვალს აყოლებდა. ლალი გათხოვებიდან რამდენიმე ხანს პრესას გაურბოდა, პირველი ინტერვიუ კი თავისი ქორწინების შესახებ ჩვენს ჟურნალს მისცა.

მუსიკოსმა ტარიელ სუარმა ხელი რჩეულს, ეპატაჟურ ტელეწამყვან ია ფარულავას, პირდაპირ ''ნიჭიერის'' სცენიდან სთხოვა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ჟურნალისტებმა ამ საინტერესო ეპიზოდის შესახებ შევიტყვეთY და იას გათხოვების ამბავიც თბილისს სწრაფად მოედო.

''ჩემი ცოლის დაქალების''
ახალი კატო, ლელა მებურიშვილი ცოლად დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩოს გაჰყვა. სხვათა შორის, ''რეიტინგი'' გახლდათ პირველი ჟურნალი, რომელმაც წყვილის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მათი სიყვარულის ამბავი მკითხველს შეატყობინა. მართალია, ლელამ ჩვენთან უარყო, რას ამბობთ, ჭორებს ნუ აჰყვებითო, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს ამბავი დადასტურდა. სხვათა შორის, ასე ბევრი ჩვენ მიერ დაწერილი ნიუსი აღმოჩენილა სიმართლე.

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც წელს შეიქმნა, შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის წყვილი გახლავთ. ამ ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რა პერიოდში და როგორ დაიწყო, შალვაც და ხატიაც საუბარს ერიდებიან. ალბათ, იმიტომ, რომ შალვა თავის პირველ მეუღლეს, თეა აბაშმაძეს, გაშორებული არ იყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შალვამ და ხატიამ ხელი მოაწერეს და ჯვარი დაიწერეს.

წლის კუტუნიო

ტოტო კუტუნიო, ალბათ, ერთადერთი არ არის, ვინც ამგვარ ნომინაციაში გაიმარჯვებდა, მაგრამ სალომე ქათამაძისთვის დაბალი ქულის დაწერის გამო ყოველ მეორე ქართველს პირზე სწორედ კუტუნიოს გვარი ეკერა, ოღონდ ცოტა შემოკლებული ვარიანტი. ''ახალ ტალღაზე'' ქართველი კონკურსანტის გამოსვლისას, როცა სალომე დუეტ ''ჯორჯიასთან'' ერთად სიმღერას ასრულებდა, ტოტოს ჩაეძინა, მოგვიანებით გაეღვიძა და გაურკვეველი ქულაც დაწერა, რითაც არა მხოლოდ ქართველი საზოგადოების რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით მან ქართველ კონკურსანტს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა რაღა დროსი იყო? სალომე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

Rating

წლის კუტიურიე

კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა სრულიად ქართველი ერი გააოცა თავისი სუპერორიგინალური გემოვნებით, რომელსაც ის სხვადასხვა დროსა და ადგილას უკეთებდა დემონსტრირებას. უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის სამინისტროს ძლიერი ხასიათის და განსაკუთრებული მარინები არ აკლია, მაგრამ ქალბატონი მიზანდარი ამ მხრივაც კი აშკარად გამორჩეულია. მედიის ყურადღების ცენტრში ის ბევრჯერ მოექცა თავისი სრულიად გამორჩეული დიზაინის შარვალ-კაბებით, კონუსური ფორმის თავსაბურავებით, რომლებიც მას ოფიციალური შეხვედრებისას ემოსა. პირველი მისი ფოტო ''რეიტინგის'' საიტმა გამოაქვეყნა, რომლის გაზიარების შემდეგ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, იმედია, ამის მერე მაინც არ იტყვიან, ვერ გავიგეთ, რა აცვია ნანუკა ჟორჟოლიანსო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარინა მიზანდარს გამორჩეულად ინდივიდუალური ჩაცმის ხელწერა და ფერთა სინთეზის საკუთარი სტილი აქვს, ''მიზანდარიზმი'', რომელიც არაფერში აგერევათ.

Rating

წლის პირველი ლედი?!..

არის თუ არა მაკა ჩიჩუა პირველი ლედი, ეს საქართველოში კაციშვილმა ვერ გაიგო. როგორც კი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატად ''ქართული ოცნებიდან'' ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დასახელდა, მაშინვე ატყდა ერთი ალიაქოთი იმ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მას ოფიციალურ მიღებებზე დაჰყვებოდა. ვიზაჟისტი, მხატვარი, მოკლედ, ხელოვანი ქალბატონი მაკა ჩიჩუა, რომელიც მშვენიერი გარეგნობითაც გამოირჩევა, პრესის ყურადღების ცენტრში კი მოექცა, მაგრამ ვინ მოგართვა ან კომენტარის, ან ინტერვიუს აღება?!.. მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, ქალბატონ მაკას დღემდე არც ერთი ინტერვიუ არ მიუცია და თავს არიდებს მედიასთან გამოჩენას. მას შემდეგ, რაც მისმა რჩეულმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მისი მხოლოდ ერთი ემოციური კომენტარი გამოჩნდა ტელევიზიით, ქვემოთ კი მითითებული იყო, რომ მაკა საქართველოს პირველი ლედია. მცირე ხნის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის აღმოჩენის შემდეგ ქვეყანას ძალიან კარგი პირველი ლედი ეყოლებოდა, ნუნუკა თამაზაშვილი. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსტიტუციით პრემიერს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრეზიდენტს, ივანიშვილის შეფასებით, სწორედ პრემიერის მეუღლემ უნდა ისარგებლოს მსგავსი ტიტულით...

Rating

წლის ''მინდა, პრეზიდენტი ვიყო''

მიხეილ-გელა სალუაშვილმა თავისი საპრეზიდენტო პროგრამის დემონსტრირებისთვის ''ნიჭიერის'' სცენა შეარჩია. როგორც ჩანს, სხვა ტელევიზიაში, როგორც არაკვალიფიციურ კანდიდატს, ხელი არ მიუწვდებოდა, თუმცა ცხადია, იმ შედეგს ვერ მიაღწია, რასაც ელოდა. წელს საპრეზიდენტო მარათონში უკვე ნაცნობ კანდიდატებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებულად კოლორიტული ადამიანი ვიხილეთ. ერთ-ერთი მათგანი კოლოსალურ პენსიას ჰპირდებოდა პენსიონერებს, მიხეილ-გელა სალუაშვილი კი მეორედ მოსვლის შესახებ გვაფრთხილებდა. როგორც ჩანს, ამომრჩევლის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჯერ სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი, მეორედ მოსვლაზე კი, როგორც ''ქარწაღებულნის'' პერსონაჟი ამბობს, ''ხვალ ვიფიქრებთ''.

Rating

წლის სკანდალური წყვილი

გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი, როგორც თავად ამბობენ, არა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე, არამედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივე მათგანი თავიანთ შეყვარებულს დაშორდა, სალომე - გიგი გაჩეჩილაძეს, ხოლო გიორგი - თამთა შალამბერიძეს, თუმცა ხმები მათი რომანის შესახებ ჯერ კიდევ ცეკვებში მათი ერთად მონაწილეობისას გავრცელდა. ახალი ვარსკვლავური წყვილის გამოჩენამ საზოგადოებაში სალომესა და გიორგის მიმართ ორმაგი ყურადღება გააჩინა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჟურნალების გარეკანებიდან არც ისინი ჩამოსულან და არც გიგი გაჩეჩილაძე, რომელიც დაკარგული სიყვარულის შესახებ ლაპარაკობდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ გიგის უკვე ჰყავს რჩეული, სალომე და გიორგი კი უფრო თამამად ალაპარაკდნენ საკუთარ სიყვარულზე...

Rating

წლის პერსონაჟი

''ჩემი ცოლის დაქალების'' წინა სეზონი ისე დასრულდა, გვეგონა, სცენარისტები ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებდნენ და ასე დასრულდებოდა ეს ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, მაგრამ ახალი სეზონიდან სერიალს დაემატა მირიან ბარათეონი, ახირებული მილიონერი, რომელსაც ქველმოქმედის მანტია აქვს მოსხმული და დღედაღამ სამეფო ტახტზე ოცნებობს. მირიან ბარათეონის ბრძნულმა გამონათქვამებმა და მისმა ფოტომ ინტერნეტსივრცე დალაშქრა. ზოგს ეს პერსონაჟი ესიმპათიურა, ზოგს - არა. დაიწყო პარალელების გავლება, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი პროტოტიპი რეალურ ცხოვრებაში და პარალელმაც არ დააყოვნა - ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახელმა და გვარმა ამ კონტექსტში არაერთხელ გაიჟღერა. თუმცა სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა აღნიშნა, რომ პერსონაჟი მაინცდამაინც ლევან ვასაძეზე მორგებით არ შეუქმნია და ზოგადად ამგვარი ტიპის ბიზნესმენს ასახავს. ასეა თუ ისე, მირიან ბარათეონმა სერიალს მეტი ინტრიგა შესძინა.

Rating


წლის დაუფასებელი

იულია ქავთარაძის შესახებ ჩვენი ჟურნალი რამდენიმე წელია წერს, თუმცა ''ლაივში'' ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენაზე ვნახეთ. მისი რამდენიმე ცეკვა მართლაც დაუვიწყარი გამოდგა, განსაკუთრებით კი, ტანგო, სადაც იულია სექსუალობის განსახიერება იყო, თუმცა რატომღაც მესიჯები ვერ მიიღო. ზოგჯერ ისიც კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ შემდგარი, წარმატებული, ნიჭიერი და სექსუალური მონაწილეები ქართველ მომესიჯეებს თვალს არ სჭრიან. ასეა თუ ისე, იულია პირველი რამდენიმე გადაცემის შემდეგ გამოვარდა და ამით, შეიძლება ითქვას, პროექტს ბევრი რამ დააკლდა...

Rating

წლის რეიტინგების ომი

როგორც ამბობდნენ, მაია ასათიანს ''იმედზე'' ეპატიჟებოდნენ, როცა ტელეწამყვანმა უარი თქვა, გადაწყვიტეს, ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' ხუთშაბათს, საღამოს 22 საათზე ჩავსვამთ და ნახოს, როგორია ველური კონკურენციაო. ჩაუსვეს და დაიწყო ომი რეიტინგებით. ყოველ პარასკევს, ორივე შოუს მეორე დღეს, ხან ნოე სულაბერიძისა და ხან მაია ასათიანის გვერდებზე, ერთიმეორის მიყოლებით ქვეყნდებოდა რეიტინგები, ერთში მუდმივად ''ცეკვები'' იგებდა, მეორეში - ''პროფილი'', საქმეში გაუცნობიერებელი მოსახლეობა კი კომპიუტერთან იჯდა და მკითხაობდა, რას ნიშნავდა ეს ამდენი ციფრი...

Rating

წლის მკერდთა ომი

წელს, პოლიტიკურ და სხვა ბატალიებთან ერთად, მოშიშვლებული მკერდით (რეიტინგისთვის) ბრძოლის წელიც იყო. ალბათ, ამას ვერც ერთი ასტროლოგი ვერ გვეტყოდა, მაგრამ ვნახეთ ნუკი კოშკელიშვილის ეროტიკული ფოტოსესია, გვანცა ბაგრატიონის მოშიშვლებული წინხედი ჟურნალ ''რეიტინგის'' გარეკანზე, ნინა წკრიალაშვილის სავსე მკერდის ხელით სწორება კამერების წინ ''ცეკვავენში'', ეს ყოველივე წარმატებით გააგრძელა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა, რომლის ყველაზე ძვირფასი და დაფასებული სხეულის ნაწილი ხელი გვეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მკერდიც არანაკლებ რეიტინგული აქვს, მით უმეტეს, მაშინ, თუკი ბიუსტჰალტერზე უარს იტყვის და კაბას ''ცარიელ'' მკერდზე მოირგებს. მის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში მკერდმოშიშვლებულთა მთელი კასტა გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებას ახალი სალაპარაკო ლიკა ლაბაძემ მისცა.

Rating

მართალია, მას ბიუსტჰალტერზე უარი არ უთქვამს, მაგრამ კაბის გარკვეულ ნაწილებზე თქვა უარი და შესაბამისად, თავისი ''სილამაზეები'' ''იმედის'' დარეტიანებულ ოპერატორს წინ დაულაგა. დეკემბრის ბოლოც სწორედ ამაზე მსჯელობით გავატარეთ... ისე, რაც კარგია, ქალმა უნდა გამოაჩინოს!..

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნატვრის ხე
ვა ფუფალ ფუფალ ჯვარს იწერ ტარიელ ცარიელაზეეეეეეე...........
17:41 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
პროსტა
იანა ქელეხიანი.ანუ ქელეხებში ლობიოზე მოსიარულე
11:15 / 16-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარტა
ფარულავას თამაში ბოლოს ფსიქიატრიულით დასრულდება.აი ნახავთ
08:31 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ტარიელცარიელი
კატელტების ჭამა მიყვარს,გოჭის მიკრაჭუნებაცო,მუქთა ლუკმა მევასება....სომხის გასულელებაოოო და...ოვ ნანანანანან.უუ დელია უნნანოოო დაო
14:03 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
LAL
რა დაბალი დონის გემოვნებაა-ტოფურია ლამაზმანი.
13:48 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS