27 ნოემბერი, 2017
" გოგო თუ შემიყვარდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს"
რეპერმა მასტერმა ახალი კლიპი გამოუშვა. სიმღერა, სახელწოდებით SOS გულგრილს ვერავის დატოვებს, რადგან მისი თემატიკა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია.

- პირად ცხოვრებაში სიახლეები ხომ არ არის?
- იცი, როდის მეყვარება გოგო ძალიან? როცა მათქმევინებს, მოიცა რა, რა დროს რეპია (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა ერთმანთი ძალიან გვყვარებია, მაგრამ არ გამოსულა ურთიერთობა. მარტო ეს გრძნობა არაა საკმარისი. დედასთან გავიზარდე. დედისერთა და მამისოთხა ვარ, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩემი ოჯახი ერთადერთი უნდა იყოს. შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ სურვილი მაქვს. ამიტომ,
უფრო მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ადრე მამას ვეუბნებოდი, ჩემთვის ბინას რომ ვიყიდი, ოჯახზე მერე ვიფიქრებ-მეთქი, ახლა ვიყიდე და ამჯერად გარემონტებას ველოდები, მაგრამ პროცესს სპეციალურად ვწელავ (იცინის).

- სკანდალების მიზეზი ხდება ხოლმე შენი შეხედულებები გოგოებზე?

- ის, რომ ლამაზი ხარ, არ ნიშნავს, საჯდომი "ინსტაგრამზე" გამოაჩინო. კაბიანი ბოზები არ გინახავსო, მეუბნებიან. შიშველი ფოტოები ან სიგარეტის მოწევა, ნაკლებ პატიოსნებას არ ნიშნავს. უბრალოდ, გული მწყდება, გოგოები რომ ფიქრობენ, რაც უფრო მეტი "ლაიქი" ექნებათ ფოტოზე, მით უფრო სასურველები იქნებიან. მე ნაკლები ინტერესი მაქვს ამ გოგოების მიმართ, ვისაც შიშველი ფოტოები უდევს, თუნდაც "ერთჯერადი ურთიერთობისთვის". ზაფხულში, აუზზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო პრობლემა არაა, მაგრამ ზამთარში კაჭრეთის "ამბასადორში", ყოველ საღამოს სარკის წინ საცვლებით დგომა და ფოტოების გადაღება, რას ნიშნავს.

ერთი გოგო მართლა მომწონდა, მაგრამ ისეთი ფოტოები დადო, ინტერესი დავკარგე მის მიმართ. ქართველ საზოგადოებაში ასეთ გოგოს ნაკლებად უყურებენ სერიოზულად. მერე ნუ აქვთ პრეტენზია, რომ ვიღაც მათთან ურთიერთობისას საწოლზე ფიქრობს და ამბობს: აუ, რა "ნაშააო". ერთხელ გოგოს ვხვდებოდი, გზაში ვნახე მისი "ინსტაგრამ-ფოტოები" და შუა გზიდან დავბრუნდი. არ მაინტერესებს, ამის გამო რომ "ბნელ გრუზინს" მიწოდებენ. მეუბნებიან, გოგო რომ შეგიყვარდეს, სიგარეტის მოწევის გამო დაშორდებიო? არ დავშორდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ უარი თქვას ამაზე. ანალოგიურად ვამბობთ ბიჭები სიყვარულის გამო ჩვენს მავნე ჩვევებზე უარს. მეუბნებიან, შენ მონაზონი გინდა, არადა, ჩვეულებრივი გოგო მინდა (იცინის). საერთოდ, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ, როცა ოჯახია და ურთიერთობა შორსაა წასული, გოგომ რომ გაიგოს, ბიჭი სადღაც უკრაინაში გაძვრა და ვიღაცასთან უღალატა, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიოს. აი, მეორედ თუ იგივე გოგოსთან გაძვრა, ეგ უკვე პრობლემაა. აი, სად ჩანს ჩემი "გრუზინობა"(იცინის).

- ქორწინებამდე თანაცხოვრება მისაღებია?
- ჩემი მამაო გამიბრაზდება, მაგრამ თუ სიყვარულში დარწმუნებული ხარ, მით უმეტეს, გოგოს როცა ეხება საქმე, მაშინ რატომაც არა. ბიჭის მხრიდანაც დიდი პასუხისმგებლობაა მით უმეტეს, თუ გოგო ქალიშვილია და ასე გენდობა. თუ არ მიყვარს, რაც უნდა დიდი ვნება ჰქონდეს, თუ მისთვის პირველი ვარ, არ გავეკარები, იმიტომ რომ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაზე ბანძი ტიპები არიან, რომ ამბობენ, თავის დაცვა არ "მევასება", დაცული სექსი არ მსიამოვნებსო. შენი წუთიერი სიამოვნების გამო, ამხელა რისკზე რომ მიდიხარ და შეიძლება, გოგო დაორსულდეს, მერე კი აბორტი გაიკეთოს, ყველაზე "ბანძი ტიპი" ხარ. მით უმეტეს, თუ არ გიყვარს გოგო და მასთან საერთო მომავალზე არ ფიქრობ.

ქეთი კაპანაძე
ჟურნალი "თბილისელები"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სვეტა
ასი რომ მქონდეს ამ გლახას ერთსაც არ მივცემდი
19:57 / 28-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ლანა
ისედაც ამდენს ვითმენთ ქართველი გოგოები , მეტი რაღა გინდათ ჩვენგან ჩაადრიც გაგვიკეთეთ ბარემ და დაისვენებთ თქვენც და ჩვენც ! რადგან საქართველოში დეფიციტია ბედნიერი გოგონებიიის
18:17 / 27-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS