სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა.
48 წლის შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ დაამთავრა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მეუფე შიოს შესახებ მისი მეგობარი, რეჟისორი
გიო მგელაძე გვესაუბრა:"მე და მეუფე შიო კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, როცა ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა
გარდაიცვალა, მან მომნათლა. 53-ე სკოლის გვერდზე ქურდიანების ცნობილი სახლია, აი, მათი შთამომავალია მეუფე შიო, ბებიამისი გახლდათ ექიმი ნინო ჟვანია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, თუმცა, ცოცხალი არავინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.
- ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ ვირტუოზი მუსიკოსი იყო...- ნიჭიერი მუსიკოსი არის ნამდვილად, მაგრამ კონსერვატორია არ დაამთავრა. ბოლო კურსზე ბერად აღიკვეცა. ჯერ თეოლოგიით დაინტერესდა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, არის თეოლოგიის დოქტორი.
- პრეზიდენტი მარგველაშვილიც თქვენი კლასელი იყო...- არა, ჩვენ ყველა მეგობრები ვიყავით.
განაგრძეთ კითხვა: