02 იანვარი, 2014
ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი ჩინეთში წარმატებული მოდელია
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ცოტა ხანში ერთი ადამიანი ჩემი ოფიციალური საქმრო გახდება „რეიტინგის“ გასულ ნომერში ჩინეთში მომუშავე ქართველ მოდელ ნანუკა ტორონჯაძესთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ნანუკამ გვითხრა, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მოდელი სოფია ჩიკვილაძე ცხოვრობდა. საზოგადოება სოფიას იცნობს, როგორც ცოტნე გამსახურდიას ყოფილ მეუღლეს, თუმცა თავადაც ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მისი ეს სტატუსი მეორე მხარეს აღიზიანებდა. სოფიასა და ცოტნეს ორი საერთო შვილი ჰყავთ, მაგრამ დღეს მათ შორის არანაირი ურთიერთობა არ არის. ინტერვიუ გუანჯოუში მცხოვრებ მოდელთან „სკაიპის“ საშუალებით ჩავწერეთ.

- სოფია, როგორ მოხვდი ჩინეთში?
- ერთ-ერთმა სააგენტომ შემომთავაზა და ამ წინადადებაზე დიდხანს არც მიფიქრია. თავიდან არ მქონდა მაღალი ანაზღაურება, ათას დოლარზე იყო საუბარი. კლუბში ჩვენებებზე უნდა გამოვსულიყავი. სხვათა შორის, საქართველოში ჩინეთზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ თუ ნამდვილი მოდელი არ ხარ, ბოლომდე დარჩები კლუბში. მე იქ მხოლოდ ორი კვირა გამოვდიოდი, შემდეგ საკმაოდ კარგ სააგენტოსთან გავაფორმე ხელშეკრულება და საცხოვრებლად გუანჯოუში გადმოვედი. ხელფასიც უფრო მაღალი მქონდა. ახლა „ბუქმეიქერები“ მიკავშირდებიან და შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა ფოტოსესიაში მონაწილეობაზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე, ფეშენშოუებზეც გამოვდივარ, ოღონდ არა ღამის კლუბში. აქ ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ წვეულებაზე ჰქონდეს ფეშენშოუ.
- რამდენი ხანია, რაც ჩინეთში ხარ?
- ერთი წელიწადია და ყველაზე მეტად ბავშვების გარეშე მიჭირს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ იმდენი გადაღება მაქვს, ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მე აქ ტურისტული ვიზით არ ვცხოვრობ, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მაქვს, თუმცა ბევრ გოგონას სწორედ ვიზის გამო ექმნება პრობლემები. მე ეს პრობლემა მოგვარებული მაქვს.
- ჩინელებს საქართველოზე როგორი წარმოდგენა აქვთ?
- ასი ჩინელიდან ერთს თუ მიახვედრებ, რომ საქართველო ქვეყანაა. ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სააკაშვილით ხვდებიან, რომელი ქვეყანაა საქართველო. რუსი და უკრაინელი გოგონები ჩვენზე, ქართველებზე აფანატებენ. თებერვლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას ვიწყებ, ჩინური ენა და ლიტერატურა უნდა შევისწავლო. ზაფხულში ორი კვირით ჩამოვალ, ბავშვების გარეშე არ შემიძლია. ერთი პერიოდი მათ ჩამოყვანაზეც ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი გადაღება მაქვს და ისეთი გრაფიკი, რომ გამიჭირდება. დაახლოებით ორი-სამი წელიწადი აქედან წამოსვლას არ ვაპირებ.
- საინტერესო ფოტოსესიებში მიიღე მონაწილეობა, ერთი მეტ-ნაკლებად თამამიც იყო...
- ერთი ფოტოსესია ნიუიორკული ჟურნალისთვის მქონდა, სჭირდებოდათ დიდთვალება ლამაზი გოგონა, რომელიც სხვადასხვა როლს მოირგებდა. ასეთი მე გამოვდექი (იცინის). რაც შეეხება ჩემი და ნანუკას ფოტოებს, მანდ არაფერია პროვოკაციული. ასეთი ფოტოები არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ მაგაზე თამამ ფოტოებს არ გადავიღებ. ჩინეთში წარმატებული მოდელი ნიშნა-ვს, რომ გიღებენ კატალოგებისთვის, დადიხარ კასტინგებზე და გაქვს ფასიანი ფოტოსესიები. აქ მეტს ვერაფერს მიაღწევ, ვარსკვლავი ვერ გახდები. რაც შეეხება უფრო მეტად გაშიშვლებას, რაღაც ეტაპზე უნდა იყო თამამი ადამიანი, რომ ეს გარისკო.
- თაყვანისმცემელ მამაკაცებზეც გვესაუბრე, ხომ არ გაწუხებენ?
- არა, შემაწუხებლები არ არიან, პატივს გცემენ, მათთვის ქალღმერთი ხარ. ცოტა ხნის წინ ჩემმა ერთ-ერთმა მუსლიმანმა თაყვანისმცემელმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი ნაკურთხი ჯვარი მაჩუქა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ცოტა ხანში ერთი ადამიანი ჩემი ოფიციალური საქმრო გახდება. ჩინელი არ არის, კანადაში ცხოვრობს. თავისი ბიზნესი აქვს, პროფესორია. ჯერჯერობით ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ჩამოდის, ორი-სამი კვირა რჩება და მიდის. ორ-სამ წელიწადში მოვიფიქრებ, რას ვიზამ, ჯერ არ მინდა გათხოვება.
- როგორც ინტერვიუმდე მითხარი, სილამაზის კონკურსში მონაწილეობ.
- 8 იანვარს შენჟენში ტარდება სილამაზის კონკურსი „მისის „ბიუთი“. ჩინელმა ორგანიზატორებმა აქ მყოფი გოგონებისგან შექმნეს ოცდაათკაციანი ჯგუფი. მანამდე კასტინგი ჩაატარეს და ყველა ქვეყნიდან თითო გოგონა აარჩიეს. „მის ჩინეთიც“ მონაწილეობს, მეხუთე ნომერი ვარ (იცინის). ვნახოთ, როგორ ჩაივლის კონკურსი...
- სოფია, საქართველოზე ვისაუბროთ. ბავშვები აქ დატოვე, როგორ ცხოვრობენ?
- უსაფრთხოდ, კომფორტულად, მე მგონი, ჩემს შვილებზე დაცული არავინ არის. დედაჩემსა და ჩემს დასთან ერთად ცხოვრობენ.
- მამამ, ცოტნე გამსახურდიამ თუ ნახა შვილები მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, და არც არანაირი სურვილი მაქვს, რომ ნახოს.
- როდესაც ცოტნე ციხეში იყო, ორჯერ ჩავწერე შენთან ინტერვიუ და საკმაოდ თბილად საუბრობდი მის შესახებ. რამ გაგაღიზიანა?
- როდესაც ადამიანი თავს დებს, რომ ძალიან გულკეთილია, უყვარს ბავშვები, ეცოდება ღარიბები... არა, არასოდეს მითქვამს, რომ ცოტნე ცუდია ან ბოროტი, გასაგებია, რომ სხვისი გაჭირვება გულთან მიგაქვს, მაგრამ სანამ ამდენს ილაპარაკებ და სოციალურ ქსელში სტატუსებს გამოაქვეყნებ, შენი შვილები თბილისში რომ არიან, ჩემთან ურთიერთობის გარეშეც შეგიძლია მათი ნახვა. თუ ცოტნეს არ უნდა, არც ეგ არის პრობლემა.
- შენ არ გქონია მცდელობა, რომ ბავშვებს მამა ენახათ?
- თუ ადამიანს არ უნდა, არავინ არაფერს დააძალებს. გამსახურდია კი არა, თუ გინდა, ბაგრატიონ-მუხრანსკი იყოს ან უელსის პრინცი. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანია, დიდი ხნის წინ მქონდა მასთან ურთიერთობა და წარსულს ჩაჰბარდა. ღმერთს მადლობა, რომ მყავს ორი ანგელოზი შვილი, მასთან არანაირი კავშირი არ მინდა, ჩემთვის ეგ ადამიანი დამთავრდა. ბავშვებისთვის არის კარგი, რომ მამასთან ურთიერთობა ჰქონდეთ, თორემ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ნახავს თუ არა ცოტნე ბავშვებს.
- თუ არ ვცდები, დაოჯახდა.
- დაოჯახდა თუ ბოლო ცოლს შეურიგდა, საკითხავი ეგ არის. მესამე ცოლზე ხელახლა დაქორწინდა. დაახლოებით ასეთი ვარიანტია. არაფერი არ მაინტერესებს მასზე. უბრალოდ, არამკითხე მოამბეები მეუბნებიან, იცი, ცოტნემ ცოლი მოიყვანა, იცი, ვინ მოიყვანა, ისევ თავისი ცოლი, ვინც ჰყავდაო...
- შენს პატარა გოგონას მამა ახსოვდა და ადრე ამბობდი, რომ ხშირად კითხულობდა.
- ბავშვი გაიზარდა, წლინახევრის იყო, ბოლოს მამა რომ ნახა და მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. არ ვიცი, შეიძლება, წარმოსახვაში ახსოვს ან სურათებიდან გამომდინარე. ციხიდან რომ გამოვიდა, მას შემდეგ ბავშვს მამაზე არაფერი უთქვამს. შეიძლება, აინტერესებს, მაგრამ არ ამბობს. თავისებური ბავშვია.
- სოფია, რას შეცვლიდი წარსულიდან?
- ცხოვრებაში არ გავიცნობდი ცოტნე გამსახურდიას. ერთადერთი ბავშვების გამო არ ვნანობ, რომ მაგ ადამიანთან ოდესმე რამე ურთიერთობა მქონდა. არ ვიცი, რაც გინდა დაარქვი, ცოლი დაარქვი, ქმარი ან საყვარელი... უბრალოდ, მართლა არ მაინტერესებს.
- დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შვილები გენატრებიან, კმაყოფილი ხარ შენი საქმით და წარმატებული ხარ. ვინმესთვის იმის დამტკიცება თუ გნდომებია, რომ ძლიერი ხარ?
- ეს ჩემი შვილების მომავლისთვის არის კარგი. ახლა მარტოხელა დედა ვარ და სხვანაირად ბავშვები ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი. 26 წლის ასაკში ადვილი არ არის, რომ ორ მცირეწლოვან ბავშვს უზრუნველი ცხოვრება შეუქმნა, ამას მამები ვერ ახერხებენ. რაც შეეხება დამტკიცებას, არავისთვის არ მჭირდება, ყველა კარგად ხედავს, ვინ ვარ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ნანა
ხალხო რახან უცხოეთშია ეს იმას არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ფეხი აქვს აშვერილი,მუშაობა სამარცხვინო არ არის 2 შვილის დედაა ხომ უნდა გაზარდოს."ჩინეთშია ესეიგი უყურე ამაგას იქ ეტყობა საყვარელი ყავს"რამდენია თბილიში ქალი ქმარი ყავს და დამატებით საყვარელი და არც უცხოეთშია ვინმე ქალის ხამი.ასე რომ მუშაობა და სხვა რამ გაარჩიეთ ერთმანეთისგან მეც ქალი ვარ და ვამართლებ მის საქციელს ნორმალურია მუშაობს შვილებს არჩენს სამსახური აქვს.
13:01 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათუკა
რომელი ხართ სოფოზე სუფთა ერთი ნაბიჯით წინ გამოდიტ და იმან ესროლეთ პირველმა ქვა.... სოფო თავის შვილებს მაინც უვლის და ცოტნე სხვის შვილებს ულოკავს ტრაკს... მიდით რა ყველამ თავის ბოზ ტრაკს მოუაროს და ჩემ დას ვინც შეეხება უადგილოთ მეც არ დავტოვებ შეუხებელს... და სოფო ცოტნეს ცოლი კი არა ჩვენი დაა და წარმატებული მოდელია ტუ წარუმატებელი ჩვენია და გამსახურდიას ცოლები ბევრი არ არიან ჩინეთსჰი მაგრამ ყველას ართმევენ ინტერვიუს ასე რომ მოკეტეთ რაც არ იცით ნუ ამბობთ.../
13:00 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
- ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი ,რომ თუ გაბოზდები დაგაფასებენ - მნიშვნელობა აღარ აქვს ფულს ,როგორ იშოვი? თუ უკვე გამართლებულია მეძავობით შვილების რჩენა!!! - ისე უნდა უმადლოდე გამსახურდიას ცოლად ,როცა მოგიყვანა - ახლა ბოზი ხარ თუ კიდევ უარესი, შენგან მაინც ინტერვიუს იღებენ- იმის გამო,რომ ცოტნე გამსახურდის ცოლი იყავი და არა იმის გამო ,რომ მორიგი მეძავი ხარ უცხოეთში გადახვეწილი, - და ფოტოსესიებით შენ ,რომ ფულს შოულობ მაგით ისევ შენი ოჯახის წევრები დააბოლე და გაიარე - ბოზობის პოპულარიზაციას ნუ ეწევით რა
08:50 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქალოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
შვილების შენახვას ჩინეთი რად უნდა?
01:22 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
123-ს
ივარგეტ ქარტველმა კაცებმა და ცოლები არ გაგექცევატ,რაც გჭირტ ისევ ტქვენივე თავიტ გჭირტ. .სხვისტვის ჭკუის სჭავლება ადვილია.
00:45 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
Hello
მკითხველი123,სხვის კრიტიკას თავი რომ დაანებო უკეთესია და შენს უკანალს მიხედო.სწორია ეგ გოგო,უღირს გაჰყვა და მზრუნველობაც თვითონ აიღო შვილებზე,რაც ცოტნეა ის გიჟიც დედამისიაა,მორალს რომ გვიკითხავენ დედა შვილი.შენ კიდევ თურქეთსა და ჩინეთში თუ ვერ გადიხარ სადგურზე ან ცირკის კუთხეში დგეხარ და ელოდები ვინ გამოივლის რომ წაგიყვანოს სახმარად,
00:13 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
მკითხველი123 შვილებს შენ შეუნახავ?
21:38 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
mkitxveli123
შვილებს მიხედე, ჩინეთში რომ დარბიხარ. ეს რა ახალი უბედურებაა. ახლა ჩინეთში დაიწყეს სირბილი. მოკლედ, სიტუაცია თუარ გამოსწორდა, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს - კაცი არ კაცობს და ქალი არ ქალობს. იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდა ბიჭებმა ჯერ ისწავლონ და მერე კარიერა აიწყონ/ფული იშოვონ, უსაქმოდ დაყიალობენ აქეთ-იქით და საკუთარ დედას აგინებენ. ამათმა შემყურე ქალებმა კიდე რა ქნან - იმის მაგივრად, რომ მყუდრო ოჯახები შექმნან და შვილები გაზარდნონ, იძულებულები არიან თურქეთში და ჩინეთში ირბინონ. პირველში პირდაპირი გაგებით მეძაობენ, მეორეში - ირიბით. ისიც მეძაობაა, ღამის კლუბში ან თუნდაც ჟურნალის ფურცლებზე საკუთარი შიშველი სხეულით რომ კაცებს აღაგნებ და ამით ფულს აკეთებ.
12:17 / 02-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS