30 დეკემბერი, 2013
წლის ''დაჩაგრული'', ''გაწევ-გამოწევა'' და განქორწინება...
2013 წლის მარტის ნომერში ჩვენთან დაიბეჭდა სკანდალური მასალა სოფოს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელმაც მომღერალი გააღიზიანა და კამერების წინ თავი ისე დაჩაგრულად წარმოადგინა წლის ''დაჩაგრული''

სოფო ნიჟარაძე მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის დროს, ყველაზე არადაჩაგრულ მომღერლად მიიჩნეოდა. მხოლოდ სოფო ნიჟარაძის ადგილი აღმოჩნდა ყველა სამთავრობო ღონისძიებაში ანდრეა ბოჩელის, ხულიო იგლესიასის, პლასიდო დომინგოსა და კრის დე ბურგთან ერთად. კონცერტების ორგანიზატორები გვარწმუნებდნენ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები მაინცდამაინც სოფო ნიჟარაძესთან ითხოვდნენ სიმღერას და სხვისი გაგონებაც კი არ უნდოდათ.

ჟურნალი ''რეიტინგი'' ძალიან დიდი ხანი ამახვილებდა ყურადღებას ამ ფაქტორზე და ბევრი სტატიაც მიუძღვნია ამ თემისთვის, თუმცა 2013 წლის მარტის ნომერში ჩვენთან დაიბეჭდა სკანდალური მასალა სოფოს პირადი ცხოვრების შესახებ, რომელმაც მომღერალი გააღიზიანა და კამერების წინ თავი ისე დაჩაგრულად წარმოადგინა, რომ საქმეში გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს, ალბათ, ცრემლიც კი მოჰგვარა.

ჟურნალ ''რეიტინგს'' დაუკავშირდა წყარო, რომელმაც სოფოსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ საკუთარი ინფორმაცია გაანდო. მომღერალმა გადაწყვიტა, ''რეიტინგისთვის'' ეჩივლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ისე, ჟურნალ ''რეიტინგს'' მტკიცებით ფორმაში არაფერი დაუწერია და საინტერესოა ისიც, რომ აქამდე სოფო ნიჟარაძის სახელი უფრო ცუდ კონტექსტშიც უხსენებიათ ქართულ პრესაში...

წლის გაწევ-გამოწევა

მართალია, მეხსიერებაში ახლახან პარლამენტში გამართული ჩხუბი ამოგიტივტივდება ადამიანს, როცა ერთმანეთს სოსო ჯაჭვლიანმა და გია ბარამიძემ დასცხეს და ''ჩმორო-ფართი'' გამართეს, მაგრამ თუკი მახსოვრობას კიდევ უფრო დავძაბავთ, ახლაც ''გავიგონებთ'' მაისში თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფეში ჭურჭლის ფრენისა და ყბების მტვრევის ხმას... ეს კაფე ნაციონალების საყვარელი ადგილი ყოფილა, მათდა საუბედუროდ, ერთ დღეს იქ ანტინაციონალებიც აღმოჩენილან, შელაპარაკებას რამდენიმე ნაციონალსა და არანაციონალს შორის დიდი დაკა-დაკა მოჰყვა, ატყდა ერთი ამბავი, კბენა, ღრენა და თვალების დაქაჩვა. მერე დაიწყო პატრულში სირბილი, ჩვენებების მიცემა, პრესაში ინტერვიუები, ტელევიზიით გამოსვლები და ა.შ.

Rating

ინციდენტის მონაწილე დავით საყვარელიძე და ნიკა მელია ცოტნე ბაკურიას ძმას, მამუკასა და მანანა გიორგობიანს ადანაშაულებდნენ, ისინი კი პირიქით, ნაციონალებს ადებდნენ ხელს ჩხუბის წამოწყებაში. ბევრი ვარჩიეთ თუ ცოტა, საბოლოოდ, მაინც ვერ გავიგეთ, ვინ ვის დაარტყა პირველად. საწყალი კაფე ''ლა ტრუფე'' კი შემდეგ პერიოდშიც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების პოლიგონი. როგორც ჩანს, ნაციონალების ზედმეტი სიყვარული მავნებელია.


წლის მესტატუსე

გოგა ხაჩიძე ''ფეისბუქზე'' მინისტრობის დროსაც აქტიურობდა და რასაკვირველია, ამ თანამდებობის დატოვებისა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უფრო მეტი სალაპარაკო და დასაწერიც მიეცა. 2013 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან ხან ჩაიზე იპატიჟებდა თავს, ხან ტობავარჩხილზე მოგზაურობის ისტორიას აღწერდა, ხან პარლამენტის სხდომებიდან ''პირდაპირ ჩართვებს'' ახორციელებდა საკუთარი გვერდის საშუალებით.

Rating

იუმორი ყოფილ მინისტრსა და ახლანდელ პარლამენტარს ნამდვილად არ აკლია და ყველა აქტუალურ მოვლენაზე მისი ესა თუ ის სტატუსი ჟურნალისტების თითქმის ყოველდღიურ საკბილოდ იქცა. წლის მესტატუსის წოდებაც აშკარად მისია და ვერავინ წაართმევს!..

წლის განქორწინება

სხვათა შორის, სამწუხაროა, მაგრამ წელს ამ ნომინაციაში მხოლოდ ერთი ''გამარჯვებული'' არ გვყავს, ვინაიდან ამ ბოლო დროს სამეფო კარის ძალად შეკოწიწებული ოჯახი ჩამოგვეშალა და დავით და ანა ბაგრატიონების ერთობლივი ცხოვრება, რაც უნდა უსიამოვნო იყოს მეფის ინსტიტუტის აღდგენის მომხრეთათვის, დასასრულს მიუახლოვდა. სამეფო კარის კანცელარიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ რაღაც საკითხებს ნათელი მოეფინა და ისიც შევიტყვეთ, რომ უფლისწული გიორგი თურმე ტახტის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, რადგან დავით ბაგრატიონმა თავის დროზე საქორწინო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ქორწინება დასრულებულია...

Rating

თუმცა მანამდე კიდევ ერთი ისეთი განქორწინების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაზეც ჟურნალისტებს მწირი ინფორმაცია გვქონდა. ნინი ბადურაშვილი, რომელიც მთელმა ქართველმა ერმა, 27 წლის ასაკში გათხოვების შემდეგ, დიდი ზარ-ზეიმით გაუყენა მოსკოვის გზას, მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, ქორწინებიდან თვე-ნახევარში გაშორდა და თბილისში ისე დაბრუნდა, რომ ამ ამბის გახმაურებას ერიდებოდა. ჭორებს წერტილი თავად ირაკლი კუტალაძემ დაუსვა. მან ერთ-ერთ ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც ნინისთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ მომღერალი მას ანგარებით გაჰყვა ცოლად. ამ ინტერვიუს, რომელიც პირველად ''რეიტინგის'' საიტზე გამოჩნდა, ისეთი სკანდალი მოჰყვა, რომ ევროკავშირი და ნატო გვერდზე მოვიტოვეთ.

Rating

რამდენიმე თვის განმავლობაში ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის სკანდალური განქორწინება ყვითელი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. ნინიმ ამ საყოველთაო ისტერიკის ფონზე იმშობიარა და გოგონა, ელენე შეეძინა. დღეს მომღერალი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა იმ სკანდალის შემდეგ პრესასთან ნაკლებად ჩანს. ეს შემთხვევა კი პირველი იყო ქართულ სინამდვილეში, როდესაც ცნობილი სახე ასეთი მოკლე ვადით გათხოვდა და განქორწინებაზე პირველად არა ქალი, არამედ მამაკაცი ალაპარაკდა...


კოაბიტაციური მიჭირხვნის პარაფირება...

ბიძინა ივანიშვილი წავიდა, მაგრამ ტკბილ მოგონებად დაგვიტოვა თავისი ხანგრძლივი შეხვედრები მედიასთან, ექსპერტებთან, ცნობილ ტელესახეებთან... ამ რამდენიმესაათიანი შეხვედრების განმავლობაში ცხადი ერთი რამ გახდა, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ შეკითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა და თავადაც გვარიანად უტევდა კითხვებაკიდებულ საზოგადოებას.

Rating

ყოველი მორიგი შეხვედრის შემდეგ იყო ერთი გარჩევა და სჯა-ბაასი, რომელმა მხარემ უფრო ძლიერად წარმოაჩინა თავი. განსაკუთრებულად ეს საუბრები ტელესახეებისა და პრემიერის შეხვედრაზე გამოჩნდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა პირველად სიტყვა ''მიჭირხვნა'', რომელიც ჩვენ, ჟურნალისტებმა და სხვათა შორის, მაყურებელმაც, არასწორად ''მიჯირყვნა'' გავიგეთ. დიდი ხნის განმავლობაში იმაზე ვმსჯელობდით, ვინ ვინ მიაყენა კედელთან, ანუ მიჭირხვნა, პრემიერმა -ჟურნალისტები, რომლებიც დაინტერესდნენ, ვინ შეუქმნა ამგვარი არასწორი წარმოდგენა ჟურნალისტიკაზე ბიძინა ივანიშვილს, თუ პირიქით, ჩვენმა კოლეგებმა -ცნობილი მილიარდერი, რომელმაც პრეტენზიები გამოთქვა ჟურნალისტების ნაკლებ კომპეტენციასთან დაკავშირებით.

ამ სიტყვას, სწორად თუ არასწორად, იმდენად ხშირად ვიმეორებდით, რომ კოაბიტაციასა და პარაფირებასთან ერთად, ალბათ, ყველაზე ხშირად ნახსენებ სიტყვათა შორის შევიდა. თუმცა ეს სამივე სიტყვა, მიჭირხვნა, კოაბიტაცია და პარაფირება, საბოლოოდ, მაინც ისეთად დარჩა, თან რომ გესმის და თან ბოლომდე მაინც ვერ იგებ...

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
გვანცა
წლის დაჩაგრული სოფო ნიჟარაძე კი არა, მთელი საქართველოს მოსახლეობაა
22:52 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
ნინის რომ ანგარებით გათხოვებაზე ეფიქრა ახლა ამერიკაში იცხოვრებდა და ტან ხელის გულზე ბოროტებო
17:37 / 05-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გეგა
იყო და არა იყო რა ღვთის უკეტესი რა იქნებოდა იყო ერთი გოგო რომელსაც ქვიოდა სოფო სოფო ძაან ლამაზი გოგო იყო ის მომღერალი იყო მას უხაროდა დაბადების დღეები და მხიარულად ატარებდა დღეებს.სოფო ეს მე ვარ გეგა. ნახვამდის კარგად.
14:10 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
განქორწინებაზე არა ქალი არამედ მამაკაციიი ალაპარაკდდაა :D:D:D:D ძალიააან სასაცილოა და მერე კიდე ესეთებს ქვიათ ვარსკვლავები ........
14:08 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მეც მინდა გავხდე მომღერალიიიიიი
13:55 / 03-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS