13 ნოემბერი, 2017
"ისრაელში 200 დოლარიან შამპანურებს გვასმევენ, 80 დოლარიან ნაყინებს გვაჭმევენ და "შიკარნი" ნომერში ვცხოვრობთ" - გია სურამელაშვილის თქმით, მის გამო ყველაფერს "იგლიჯავენ"

 

გია სურამელაშვილი ყოველთვის მოთხოვნადი მომღერალია. მთელი ზაფხული უცხოეთში გასტროლებზე გაატარა და ახალ წლამდე სულ დანიშნული აქვს კონცერტები. ამასობაში, გია შეყვარებულსაც შეურიგდა, რომელსაც დიდი ბრძოლა დასჭირდა გიას დასაბრუნებლად. როგორ გაატარა გიამ ზაფხული და როგორ შეურიგდა შეყვარებულს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია სურამელაშვილი: "დიდებული გასტროლები გვქონდა – გერმანია, იტალია, ისრაელი... ახალი ჩამოსული ვარ და უკვე მეწყება დიდი ტურნე. დღეს მივფრინავ სტამბულში. რომ ჩამოვედი, აქაც გასტროლები მქონდა. ძალიან მიყვარს ბათუმის ანდამატი, სულ იქ ვისვენებ. თან, მქონდა კონცერტები ბათუმში, ყვარელში. ახლა
მივფრინავ იტალიაში, ისრაელში, ბელგიაში. ბელგიიდან რომ ჩამოვალ, იმედია, ერთი თვე მაინც ვიქნები თქვენი, თუ არადა, ნახვამდის! გერმანიაში სასწაული დაგვემართა, მოვყევით საცობში და ჩემი თვალით დავინახე, როგორ აფრინდა თვითმფრინავი. მეორე დღეს „ქუჩის ბიჭებს” ჰქონდათ კონცერტი ბათუმში. მე დილით რომ უნდა ჩამოვფრენილიყავი, საღამოს მივფრინავდი ისრაელში. აღმოვჩნდი მოსკოვში ექვსი საათი. ბიჭებიც რომელიღაც ქვეყანაში გადაფრინდნენ. მე რაღაც აბები მივიღე და ვიყავი დადებილებული. მაგრამ, რუსები უფრო დადებილებულები მიყურებდნენ აეროპორტში, ეს ლამაზი და დაზმანული ბიჭი რომ ვიჯექი. ბევრიც მცნობდა".

– ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში გიყვარს ვიზიტი?

– ყველაზე მეტად – ისრაელში. ასე მგონია, რომ უკვე იქ ვცხოვრობ, რაღაც სხვა სიყვარულია. წანწალი და ტანტალი არ მიყვარს, მაგრამ მაგარი მანქანა რომ მოგაკითხავს, მაგარ ადგილებში რომ წაგიყვანენ... ყველგან სასწაულად მხვდებიან. ღამე უყვარს ყველას ცხოვრება. ღამით მეპატიჟებოდნენ, მაგრამ მე ღამე გასვლის ნერვები არ მაქვს. თუ მივდიოდი, ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები და ყველგან ამას ვითხოვდი. მე ხომ ფასებში საერთოდ ვერ ვერკვევი, რადგან არასდროს ვიხდი. ყოველთვის სხვები იხდიან და თურმე, ეს ერთი პორცია ღირს ორასი დოლარი. ზალიკო ბერგერმა იცის, ორასდოლარიან შამპანურებს ვსვამთო, მართლა ასეა. ოთხმოცდოლარიან ნაყინს გაჭმევენ, ძალიან „შიკარნი“ ნომერში ვცხოვრობ ხოლმე.

– როგორც ვარსკვლავებს სჩვევიათ, განსაკუთრებული მოთხოვნილებები თუ გაქვს?

– სასტუმროში კომფორტი აუცილებლად უნდა იყოს. მიყვარს, ყვავილები რომ მხვდება ნომერში, საუკეთესო მანქანა... სამასდოლარიან სასტუმროში ყველაფერი საუკეთესო მხვდება... საუკეთესო ყავა, ტკბილეულობა...

– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებულს ხომ არ შერიგებიხარ?

– შეყვარებული ვიყავი. ახლა აღარ ვარ. ეიფორია თავიდან ხდება. ურთიერთობა რომ დაღვინდება, მერე აღარაა საინტერესო. მთავარია, არ გაცივდეს. თუ გაცივდა, ეს სხვაა – არ გაციებულა, დროებითი განშორება გვქონდა. ახლა ისევ ერთად ვართ. გაბუტული არ ვიყავი. თუ გავებუტე, იქ ყველაფერი დამთავრდება. მაგრამ, ისეთი დატვირთული ვარ, პირადს უპირატესობას არ ვანიჭებ. მე იმდენ სიყვარულს ვიღებ ადამიანებისგან, გეფიცები, ნამდვილად მეორეხარისხოვნად გადავიტანე პირადი ცხოვრება. უბრალოდ, მიხვდა, რომ ბევრს დაკარგავს და ეს არ უღირს. მე კიდევ მივხვდი, რომ არავინ არ არის ჩემი ღირსი იმ დონეზე, რომ ვიღაცაზე ნერვიულობით ჩემი გასტროლები და საქმეები გავაფუჭო.

– ალბათ, შენი გულის მოგებას ბევრი ცდილობს. ხშირად ყოფილხარ შეყვარებული?
– შეყვარებული ბევრჯერ არ ვყოფილვარ, ეიფორიაში კი ხშირად. კლუბებში ხშირად არ დავდივარ, არ მიყვარს ღამის ცხოვრება. მაგრამ, ნასვამი შევივლი ხოლმე და იგლიჯავენ ყველაფერს ჩემ გამო. ვუყურებ, რომ ძალიან მაგარი ადამიანია, მაგრამ არანაირიად, შინაგანად არ ვუშვებ ახლოს. ყველაფერს ცდილობს, რომ ჩემი ყურადღება მიიპყროს, უნაკლოა, იმდენად მაგარია, მაგრამ მე რეაქცია არ მაქვს... ყველა აღიარებს, რომ მე ვარ ულამაზესი, სიმპათიური, ეფექტური და არ მაქვს უკან დასახევი გზა, იმიტომ რომ, ნებისმიერი შემიძლია, მოვხიბლო. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა მიჩოქებს. საჩუქრებს მიკეთებენ, იმიტომ რომ, მათთან დავწვე, მაგრამ შემიძლია, საჩუქარი ავიღო, ისე რომ, არ დავუწვე. ძალიან ცნობილი ადამიანები მთავაზობენ გულს და საწოლს ჩუმად. როგორც მათ არ აწყობთ ამ ურთიერთობის გახმაურება, ისე მე არ მაწყობს. როდესაც არ მინდა, სხვანაირად გადამაქვს, ისე ვპასუხობ, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფური.

ჟურნალი „თბილისელები“

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ციცო
საწყალი, ალბად შინარები როგორ ნერვიულობენ
16:17 / 26-11-2017
გამოხმაურება / 0 /
69
ამ არსების შეყვარებულის სქესის დადგენა შესაძლებელია? აშკარად დუბაის პრინცი უნდა იყოს ჩვენი სასიძო. საპატარძლო მართლა არ დაიწუნება, უმაღლესი ხარისხის ეპილაცია მარტო რად ღირს?
11:06 / 23-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ძალიან ცუდადაა
15:52 / 20-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯოო
კაცები თუ ქალები?
02:49 / 14-11-2017
გამოხმაურება / 0 /
:)
ამ კაცს აშკარად ტვინში უჭირს :)
18:04 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ავიცენა
ნარცისიზმით დაავადებულ ადამიანებს სად მკურნალობენ,ხომ არ იცით
17:42 / 13-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS