09 ნოემბერი, 2017
„რაც მაფრთხობდა იმისგან დაცული ვარ“ - რა პირობებით დათანხმდა ნატო მეტონიძე მეგა-შოუს პროდუსერებს
მომღერალი ნატო მეტონიძე ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა. ჟიურის წევრია პროექტში „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“. როცა კონკურსანტებს მიმართავს თითოეულ სიტყვას წონის.

- ქალბატონო ნატო, როგორ გრძნობთ თავს ჟიურის წევრის როლში?

- ეს როლი ჩემთვის ახალი არ არის. გარკვეული გამოცდილება მივიღე პროექტში „ჯეოსტარი", მას შემდეგ ალბათ 10-12 წელი გავიდა. მაშინ ასეთი პროექტი ტელესივრცეში უხვად არ არსებობდა. ეს შოუ ახალი სიტყვა იყო. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლეთ და გზადაგზა განვითარდით.

- ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ, როგორ აღმოჩნდით შოუში?
-
ეს დამოკიდებულია პროექტის ავტორებზე. ჩემი მოწვევა როცა მოუნდათ, დამპატიჟეს. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა დათანხმება. ჩემთვის კომფორტი არ არის ჟიურიში ყოფნა. საკმაოდ ემოციური ვარ და ძალიან მიჭირს შეფასება. რადგან ყოველ ჯერზე კონკურსანტების ადგილზე ჩემს თავს წარმოვიდგენ. რაც მაფრთხობდა იმისგან დაცული ვარ, არც კასტინგებზე გვივლია. ადრე ყველა რაიონში ჩავდიოდით.

- რას გვეტყვით ჟიურის დანარჩენ წევრებზე?
- ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა ჟიურიში. კომფორტის თვალსაზრისით. ყველაზე ნაკლებად ნინა სუბლატს ვიცნობ, მაგრამ ჩამონათვალში რომ ვნახე ამოვისუნთქე. რობი კუხიანიძესთანაც მქონდა თანამშრომლობა, როგორც მუსიკოსს, პატივს ვცემ მას, ჭოლაზე მე რა უნდა ვთქვა... ჩემთვის ჟიურიში ყოფნა ერთგვარი სტრესია, რადგან კონკურსანტები პირველად დგანან სცენაზე და დიდად ვერ ვიმეტებ.

ჟურნალი „სარკე“
ლანა კიკნაძე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS