09 ნოემბერი, 2017
TOP 5 - ქართველი მომღერლების, ყოფილი და ახლანდელი სიმპატიური ქმრები
ქართველი მომღერლების პირადი ცხოვრება ხალხს მათ შემოქმედებაზე მეტად აინტერესებს. შესაბამისად, პოპულარობით ქმრები ცოლებს არ ჩამოუვარდებიან, თუმცა, არსებობენ განსაკუთრებით პოპულარული ქმრები, ვის მიმართ ხალხის ყურადღება გაცილებით დიდია, რადგან პოპულარული მომღერლის ქმრის სტატუსის გარდა, ისინი სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც დიდი ინტერესით სარგებლობენ.
მაშ ასე, გთავაზობთ, ქართველი მომღერლების სიმპატიური ყოფილი და ახლანდელი ქმრების ტოპ ხუთეულს.

Rating
ვახო ჭუმბურიძე
ვახო ჭუმბურიძე სახალხოდ ცნობილი მაკა ზამბახიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ვახოს მიმართ სუსტი სქესის ყურადღება არასდროს განელებულა, რადგან უდაოდ სიმპატიური ბიჭია. წყვილის შესახებ
პერიოდულად, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდებოდა და საბოლოოდ ეს ხმები გამართლდა. მაკა და ვახო დაშორდნენ. ჭუმბურიძემ ცოლი მოიყვანა, მაკა კი გათხოვებისთვის ემზადება.

Rating
ლაშა ბასლანძე
ლაშა ბასლანძე მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარია. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ცოლს პოპულარობით აღარ ჩამოუვარდება. შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქტიურად ეტრფიან. სალომე და ლაშა სამაგალითო წყვილად ითვლება, ისინი ერთმანეთს ხშირად უწყობენ სიურპრიზებს და გრძნობებშიც საჯაროდ უტყდებიან.

Rating

მამულიჩა
პროდუსერ კახა მამულაშვილს, მეუღლის, ლელა წურწუმიას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მათ ერთმანეთი კარიერის დასაწყისში გაიცნეს და დაქორწინდნენ. მამულიჩა სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ერთგული მეუღლის სტატუსს ინარჩუნებს.

Rating

ლევ გეიხმანი
ბიზნესმენი ლევ გეიხმანი პრესასთან ურთიერთობას მუდმივად გაურბოდა, მაგრამ ქეთა თოფურიასთან დაქორწინების შემდეგ, ყვითელი პრესის ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. ლევ გეიხმანი და ქეთა თოფურია ულამაზეს წყვილად ითვლებოდა, თუმცა, ორი წლის წინ, მათი ოჯახი დაინგრა.

Rating
გიორგი მახარაძე
მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა თამრიკო ჭოხონელიძის სიძე გახდა. მან და მარიამ როინიშვილმა პატარა ასაკში იქორწინეს, წყვილს ქალიშვილიც ჰყავთ. გიორგი და მარიამი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ, „მაქსიმეს“ პოპულარობა ძალიან გაიზარდა, მსახიობმა ახალი სიყვარული ოჯახის დანგრევიდან მალევე იპოვა, თუმცა, ახლა მას პირად ცხოვრებაში ისევ პრობლემები აქვს.

დააფიქსირე შენი აზრი:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
ნეტავი ამ მამულიჩას არ დაათრევდეთ ყველგან, გამომივიდა ესეც ალენ დელონი :)რას გავს, სარკეში მაინც ჩაიხედოს.
22:03 / 26-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ომგ
ღადაობთ???
20:10 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS