მაშ ასე, გთავაზობთ, ქართველი მომღერლების სიმპატიური ყოფილი და ახლანდელი ქმრების ტოპ ხუთეულს.
ვახო ჭუმბურიძე
ვახო ჭუმბურიძე სახალხოდ ცნობილი მაკა ზამბახიძეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ვახოს მიმართ სუსტი სქესის ყურადღება არასდროს განელებულა, რადგან უდაოდ სიმპატიური ბიჭია. წყვილის შესახებ
ლაშა ბასლანძე
ლაშა ბასლანძე მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარია. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა ცოლს პოპულარობით აღარ ჩამოუვარდება. შესაბამისად, სუსტი სქესის წარმომადგენლები აქტიურად ეტრფიან. სალომე და ლაშა სამაგალითო წყვილად ითვლება, ისინი ერთმანეთს ხშირად უწყობენ სიურპრიზებს და გრძნობებშიც საჯაროდ უტყდებიან.
მამულიჩა
პროდუსერ კახა მამულაშვილს, მეუღლის, ლელა წურწუმიას წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მათ ერთმანეთი კარიერის დასაწყისში გაიცნეს და დაქორწინდნენ. მამულიჩა სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ერთგული მეუღლის სტატუსს ინარჩუნებს.
ლევ გეიხმანი
ბიზნესმენი ლევ გეიხმანი პრესასთან ურთიერთობას მუდმივად გაურბოდა, მაგრამ ქეთა თოფურიასთან დაქორწინების შემდეგ, ყვითელი პრესის ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. ლევ გეიხმანი და ქეთა თოფურია ულამაზეს წყვილად ითვლებოდა, თუმცა, ორი წლის წინ, მათი ოჯახი დაინგრა.
გიორგი მახარაძე
მსახიობი გიორგი მახარაძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა თამრიკო ჭოხონელიძის სიძე გახდა. მან და მარიამ როინიშვილმა პატარა ასაკში იქორწინეს, წყვილს ქალიშვილიც ჰყავთ. გიორგი და მარიამი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ, „მაქსიმეს“ პოპულარობა ძალიან გაიზარდა, მსახიობმა ახალი სიყვარული ოჯახის დანგრევიდან მალევე იპოვა, თუმცა, ახლა მას პირად ცხოვრებაში ისევ პრობლემები აქვს.
დააფიქსირე შენი აზრი: