08 ნოემბერი, 2017
"ადამიანისთვის სამი რამ არის პირადი: ქამარ-ხანჯალი, ნათლობის ჯვარი და მეუღლე"
"ჩემმა მზემ" - გიორგი გილიგაშვილისთვის ეს ორი სიტყვა აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სუპერ პოპულარული გამხდარიყო. ახლა ყველა აზიარებს გადაცემის იმ კადრებს, სადაც ლამის ყოველ წინადადებაში ამ სიტყვებს იყენებს.
ის შეიძლება ერთ დღეს თბილისის რომელიმე ქუჩაში ჩოხაში გამოწყობილი და ცხენზე ამხედრებული შეგეჩეხოთ. სწორედ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მიიქცია სერიალ "ტიფლისის" რეჟისორის ყურადღება და პროფესიით იურისტმა ამ ტელეპროექტში როლიც მიიღო.

29 წლის "ჩემმა მზემ" თავის ცხოვრებასა და გატაცებებზე გვიამბო.

- როცა ქუჩაში ცხენით დადიხართ, ამაზე რა რეაქცია აქვს
ხალხს?

- ყველა მიღიმის, მესალმება და დიდი სიყვარულით მიყურებენ. ვერ ვიხსენებ, ვინმეს ცუდად შემოეხედოს, ჩემმა მზემ!

- საკუთარი ცხენი გყავთ თუ ქირაობთ?
- ცხენს როდესაც ვამბობ, ზოგჯერ "ფერარის" ვგულისხმობ იმიტომ, რომ მას ცხენის ემბლემა აქვს. თუ "ფერარის" ვერ ვნახვ, შეიძლება იყოს "მუსტანგი".

- "ფერარის" ქირაობთ?
- არა, თბილისი პატარაა, ძმობით და ქრისტეს სიყვარულით ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. ჩემს ქალაქში შეუძლებელი არაფერია, თუნდაც ფერარიზე ან სუფთა სისხლის არაბულ ცხენზე იყოს საუბარი.

მე და ჩემი ძმები ჩვენ-ჩვენს ქონებას არ ვასხვავებთ ერთმანეთისგან. ადამიანისთვის სამი რამ არის პირადი. ერთი არის პაპის დანატოვარი ქამარ-ხანჯალი, მეორე – ნათლობის ჯვარი, რომელიც შენს სახელზეა ნაკურთხი და მესამე არის მეუღლე. ძმაკაცების მატერიალური ქონება ისევეა მათი, როგორც ჩემი. ასევე ჩემი დედ-მამა მათი მშობლები არიან, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი მეუღლესა და ნათლობის ჯვარზე.
ჩემს ოჯახს თავის დროზე 5 ცხენი ჰყავდა. ახლა ჩემი ძმობილი მპირდება, რომ კვიცს მაჩუქებს.

- 5 ცხენი თბილისში გყავდათ?

- დიახ, ჯერ ძველ იპოდრომზე და შემდეგ ახალზე, ლისზე, თუმცა, მათი შენახვა ვეღარ შევძელით.

- როდის უფრო იქცევთ ყურადღებას, "ფერარით" როდესაც დადიხართ თუ ცხენზე როცა ზიხართ?

- თანაბრად. ორივე ძალიან ძვირადღირებულია, შეიძლება სუფთა სისხლის არაბული ცხენი "ფერარიზე" ძვირიც კი იყოს. შეიხები ასეთ ცხენებში მილიონებს იხდიან, "ფერარის" კი 150 ათასადაც იყიდი.

- ცხენით ჯირითი ვინ გასწავლათ?
- დედამ, რომელიც ბავშვობიდან ძალიან კარგად ჯირითობს. როდესაც ცხენზე ამხედრებული ვნახე, მაშინ შემიყვარდა ცხენი ჩემმა მზემ, ეს არის პოეზია, როდესაც დედას ხედავ ცხენზე ამხედრებულს. სხვათაშორის, დედა საჭესაც ძალიან კარგად მართავს.

- რადგან დედაზე ასე გატაცებით საუბრობთ, მოგვიყევით თქვენი მშობლების შესახებ.

- დედაჩემი ნანა ჭელიძეა, ფესვები რაჭიდან აქვს, ამბროლაურის რაიონიდან. ის არის ქალი ფენომენი, შემიძლია ვთქვა, რომ მას ყველაფრის ნიჭი გააჩნია. მამა, ალექსანდრე გილიგაშვილი, სამართალდამცავია. მან ცხოვრება მიუძღვნა სხვების ოჯახების პატრონობასა და დაცვას.

დედა და მამა შეყვარებულები რომ იყვნენ, პაემნაზე დედაჩემს თავისი ნიჭის შესახებ უთქვამს. მამამ ქალაქგარეთ წაიყვანა და იარაღიდან ისროლეს. მამამ სამიდან ორი ტყვია მიზანში გაარტყა, დედამ – სამიდან სამივე. მაშინ იფიქრა მამამ, რომ ამ ქალის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ესეც პოეზიაა, ჩემმა მზემ.

მარი მგალობლიშვილი
ჟურნალი "სარკე".

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ძირს უაზრო კუდაბზიკობა-ს ავტორს
გასკდით ეხლა გულზე და ეცით წესიერ კაცს, შენც დაჯექი ტივზე და წაიკითხე ლექსები, თუ ასე გინდა დაგიშალა ვინმემ?იმღერე თუ გინდა, მსახიობიც გახდი, ფილმებშიც შესთავაზე თავი გადასაღებად, თუ გაქვს ამ ყველაფრის ნიჭი ცხენიც გააჭენე თუ შეგიძლია, ფერარიც ითხოვე მეგობტებისგან და მერე წერე და უკითხე სხცებს მორალი იმაზე როგორ მოიქცნენ. შურიანებო დასკდით გულზე ბარემ და თქვენც დაისვენებღ და საზოგადოებაც.
19:57 / 19-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გაიხაროს შვილო შენმა გამზრდელმა, იმრავლე და იხარე, უფალმა დაგლოცოს :)
19:51 / 19-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ჯემალი
ნიჭიერი კაცია უდავოდ, იცის რა დოზით იხმაროს სიტყვები რომელიც ზოგიერთი ადამიანის ყურს ეუცხოვება, ლაპარაკობს ისე რომ არ არის მომაბეზრებელი, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს.
11:17 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ასა
ჩემმა მზემ ჯანზე ვერ ხართ...
10:31 / 09-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ძირს უაზრო კუდაბზიკობა!
საინტერესოა,"ფერარი"-თ და "მუსტანგი"-თ გადაადგილება თვითმიზანია?!რა საჭიროა ეს ამპარტავნება?!-ბრენდული ნაწარმისადმი მონობა, ბანკის ვალის აღება,აიფონის შეძენის მიზნით და ა.შ...ამ ბიჭს თუ არ აქვს "ფერარი" და "მუსტანგი",რა საჭიროა მეგობრებისთვის გამორთმევა?!-ვინმეს რომ თავი მოაწონოს?!რით განსხვავდება ეს ბიჭი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომლებიც ჯიპებს გაზზე ამუშავებენ?! ვიყოთ რაც ვართ,ნუ ვცდილობთ ტიპობას და როლების მორგებას!ამ გილიგაშვილმა თავის მიზანს მიაღწია,უნდოდა ინტერნეტ ვარსკვლავი გამხდარიყო და გახდა, ყველა პორტალი ახლა მასზე წერს... ძალიან ცუდი ტენდენციაა, იმისთვის რომ ცნობადი გახდე ან თუ მივიწყებული "ცნობადი" ხარ და გინდა საზოგადოებას თავი შეახსენო, ამისათვის აუცილებელად ის უნდა ამტკიცო,რომ მორწმუნე ხარ,წინაპრების ტრადიციებს იცავ და ა.შ.აბსოლუტურად დაკარგულია ინდივიდუალიზმი!ამ ბიჭის შემთხვევაშიც ასეა საქმე, იმისთვის,რომ ხალხმა შეგაქოს ამიტომ ტივზე უნდა იქეიფო,"ლექსები" იკითხო, ყველაფერი ეს ვიდეოზე ასახო და ინტერნეტში დადო...და მერე ეს მამაპაპური ტრადიციაა?!ან იქნებ ის არის მამაპაპური ტრადიცია,ბრენდულ მანქანებზე ყურადღების გამახვილება?! მოკლედ ვიტყვი:"ნაიგრიში"-ა!!!
18:07 / 08-11-2017
გამოხმაურება / 0 /
დიანა
გაგახაროს უფალმა გიორგი,გაიხაროს შემა გამჩენმა და გამზრდელმა. უსაუვარლესი ყმაწვილი ხარ, ჩემმა მზემ.
15:36 / 08-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS