07 ნოემბერი, 2017
დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებაზე: "მემუქრებოდა, თუ "ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებდი, 6 წელს მომისჯიდა. ახლა უკან დაუბრუნდა..."
"სამი წელია, ყოველდღე ველოდებოდი ამ განაჩენს", - ასე აფასებს AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგა ონიანის პატიმრობას დიჯეი რემბო, რომლის დაკავებისთვისაც ონიანს სასჯელის სახით 5 წელი მიესაჯა.

როგორც ლევან მდინარაძემ აღნიშნა, გოგა ონიანმა ის 2011 წელს დააკავა და სამი წელია, საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

"სამი წელია, ყოველდღე ველოდები ამ განაჩენს, უკვე იმედიც კი მქონდა გადაწურული. სასამართლომ ყველა დეტალი შეისწავლა და ამის შემდეგ გამოიტანა განაჩენი. 2011 წელს დამაკავა გოგა ონიანმა, სამი წელია, საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ბევრჯერ დამკითხეს და ეს
დღეც დადგა,
როცა მას პასუხისგება მოუწევს. მითუმეტეს დღეს, 7 ნოემბერს, რომელიც ტრაგიკული დღე არის თითოეული ქართველისთვის", - განაცხადა ლევან მდინარაძემ იგივე დიჯეი "რემბომ".

მისივე თქმით, პირადად გოგა ონიანი იღებდა მის დაკავებასა და ზეწოლაში მონაწილეობას. მდინარაძის შეფასებით, ონიანის დაკავება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. 2011 წლის დაკავების დეტალებს დიჯეი ასე იხსენებს:


განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS