07 ნოემბერი, 2017
რას უკავშირდება ანუკი არეშიძის დიზაინერული ხედვის ცვლილება - ANOUKI 2018
თბილისის მოდის კვირეულზე დიზაინერ ანუკი არეშიძის ჩვენებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ჟურნალი VOGUE-ი წერს, ექსპო ჯორჯიაში წარდგენილი კოლექცია განსხვავდება ანუკის ხელწერისგან.
დიზაინერის გარდასახვა შეიძლება მისი მეუღლის, კახი კალაძის თბილისის მერად არჩევას უკავშირდებოდეს.

ანუკი არეშიძე ქალაქის პირველი ლედია. ეს მითქმა-მოთქმა რომ გვერდზე გადავდოთ, უნდა აღინიშნოს, რომ ანუკიმ წარმატებას აღმოსავლეთ ევროპის გარეთაც მიაღწია. იგი საკუთარ პროდუქციას ფართო ბაზარზე ყიდის. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში მილანში გამართულ პრეზენტაციაზე დიდი ყურადღებით სარგებლობდა.

არეშიძის წლევანდელი კოლექცია ვერცხლისა და სხვა კაშკაშა ორნამენტების
სიუხვით გამოირჩევა. საზოგადოების ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა თეთრმა შრეებიანმა კაბამ, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს ბრჭყვიალა წინწკლები სძენს. დიზაინერის ახალ კოლექციაში ორიგინალურ ფეხსაცმელებსაც აღმოაჩენთ.

მემი მემორი
RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nino
ra gabrazebuli gogonebi xart?gaigimet
22:46 / 19-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS