მის სილამაზეზე ლეგენდები დადის. ცნობილი ქართველი დიზაინერისა და ბიზნესმენის, მაკა ასათიანის ცხოვრება ტრაგედიებითაც იყო აღსავსე, თუმცა, მის სილამაზეს ამან ვერაფერი დააკლო.
დღეს ის შვეიცარიაში ცხოვრობს და ხშირად დადის სამოგზაუროდ. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, მშვიდი ცხოვრება ძალიან მოსწონს და ზოგჯერ ბოსტანშიც კი მუშაობს.