სანის პერსონაჟის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, ამ როლს ასრულებს მსახიობი გიორგი ტაბიძე, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
- გიორგი, თქვენს შესახებ გვიამბეთ?
- თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, პირველად ფილმში ერთი წლის წინ გადამიღეს, ეს იყო ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "ჩემი ბედნიერი
- როგორ მოხვდით "ჩემი ცოლის დაქალებში"?
- კასტინგ-მენეჯერმა, ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. მივედი კასტინგზე, სადაც ჩემს გარდა რამდენიმე ბიჭი იღებდა მონაწილეობას, სცენარი მომცეს და ასე გავიარე სინჯები, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო, ძალიან გამახარა ამ ამბავმა.
- დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა პერსონაჟმა, რამ განაპირობა ეს?
- ახალი პერსონაჟი შემოვიდა სერიალში, რომელსაც სხვა მიზნები და ინტერესები აქვს, ის განსხვავებულად უყურებს ცხოვრებას და ალბათ ამიტომაც აიტაცა ხალხმა.
განაგრძეთ კითხვა: