06 ნოემბერი, 2017
"ჩვენი ბანდა თბილისში არსებულ სადისტურ ბანდებს არ ჰგავს " - ვინ არის ჩიკას ვაჟი
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ცოტა ხნის წინ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა - ეს არის თინეიჯერი სანი, რომელიც ჩიკას უფროსი ვაჟი და ე.წ. დაჯგუფება "მარსიანელების" დამაარსებელია. სიუჟეტის მიხედვით, დაჯგუფება ბიზნესმენებს ებრძვის და გაჭირვებულ ხალხს ეხმარება.
სანის პერსონაჟის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, ამ როლს ასრულებს მსახიობი გიორგი ტაბიძე, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

- გიორგი, თქვენს შესახებ გვიამბეთ?
- თეატრალური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, პირველად ფილმში ერთი წლის წინ გადამიღეს, ეს იყო ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "ჩემი ბედნიერი
ოჯახი", რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე უდიდესი წარმატება მოიპოვა. მსახიობობა ბავშვობიდან მიზიდავდა, მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში, ვიცოდი, ეს იყო ის საქმე, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძნობდი თავს, მოგვიანებით "ბერიკებში" მიმიყვანეს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახლა ვმუშაობთ ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაზე და სპექტაკლის პრემიერა უნივერსიტეტში თვის ბოლოს გაიმართება.

- როგორ მოხვდით "ჩემი ცოლის დაქალებში"?
- კასტინგ-მენეჯერმა, ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. მივედი კასტინგზე, სადაც ჩემს გარდა რამდენიმე ბიჭი იღებდა მონაწილეობას, სცენარი მომცეს და ასე გავიარე სინჯები, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დამტკიცებული ხარო, ძალიან გამახარა ამ ამბავმა.

- დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა პერსონაჟმა, რამ განაპირობა ეს?
- ახალი პერსონაჟი შემოვიდა სერიალში, რომელსაც სხვა მიზნები და ინტერესები აქვს, ის განსხვავებულად უყურებს ცხოვრებას და ალბათ ამიტომაც აიტაცა ხალხმა. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
სანდრო
მე გოჩა აბაშიძე მომეწონა ჩ.ც.დ ში და იმედია გაგრძელდება სცენარები მაგ მხრივ
15:23 / 06-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS