პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში რთული ეტაპი დგას. ბოლო წლების განმავლობაში უფროს ვაჟს, ცნობილ მუსიკოს მამუკა ჩარკვიანს 8 ოპერაცია დასჭირდა სიცოცხლის გადასარჩენად, ახლა კი თავად პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე. 3 თვის წინ 85 წლის ასაკში მწვავე ინსულტით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, რომ უფროსი ჩარკვიანი ოჯახს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებს თავის მკითხველს...
პოეტის ქალიშვილს, პუბლიცისტსა და მუსიკათმცოდნე თაკო ჩარკვიანს მამის მდგომარეობის შესახებ ჟურნალი "სარკე" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:"მამა ძალიან მძიმედ
არის. რეანიმაციაშია, აპარატი ჯერ ვერ მოვხსენით, მართვით სუნთქვაზეა. წამოვიდა შუქი, 15-15 საათი ფილტვმა თვითონ იმუშავა. რამდენიმე დღეა, ცოტ-ცოტას თვითონ სუნთქავს... მთლიანად პარალიზებულია, მაგრამ მარცხენა ხელი ცოტათი გააქტიურდა. როცა ვესაუბრები, ვთხოვ, რომ თვალებით მანიშნოს, ჩემი თუ ესმის და მიმანიშნებს ხოლმე თვალებით. ტვინია დაზიანებული, მაგრამ ცნობიერება წამოვიდა... ვლოცულობ, რაც დიდ შვებასა და ძალას მაძლევს. დღეში ორჯერ მივდივარ მამის სანახავად და თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს.
- 3 თვეა საავადმყოფოში წევს, რაც ალბათ დიდ თანხებს მოითხოვს. ფინანსურად ვინ გიდგათ გვერდით?- სახელმწიფო დაზღვევა ამოიწურა. ასევე ამოიწურა თანხა ფონდიდან "რუსთაველის პრემია", თბილისის მერიიდანაც რაღაც პაკეტი ეკუთვნოდა და ისიც. ახლა ჩემი მეუღლე (ბიზნესმენი ჯონი გიგანი. ავტ.) პატრონობს. რაც შესაძლებელია, ყველაფერი უკეთდება...
თაკო ჩარკვიანი "სარკესთან" ინტერვიუში იმ შემთხვევასაც იხსენებს, რამაც შესაძლოა, ჯანსუღ ჩარკვიანის ინსულტის პროვოცირება მოახდინა:
განაგრძეთ კითხვა: