საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
"ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი "ესტონკა", სადაც ჩვენი ხალხები ერთად
სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისათვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.
კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენს მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისათვის.
ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ ეს ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
"რამდენიმე დღის წინ ზაზა ურუშაძისა და ივო ფელტის ფილმის "აღსარება" პრემიერას დავესწარი. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი წინა ნამუშევარი "მანდარინები" და ანა ურუშაძის "საშიში დედა" ჩვენი ხალხების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
იხილეთ ვრცლად: