31 ოქტომბერი, 2017
გაიცანით ქართველი ქირურგი, რომელსაც რუსული ბომონდი ეთაყვანება
ოთარ გოგიბერიძის სახელი საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა მის ოჯახს მთელი რუსეთი იცნობს.

გოგიბერიძე რუსეთში ერთ-ერთ წარმატებულ პლასტიკურ ქირურგად ითვლება, მას განათლებაც რუსეთში აქვს მიღებული.

სხვადსახვა დროს წამყვანი კლინიკების თანამშრომელი იყო, რამდენიმე წლის წინ, კი რუსეთში საკუთარი კლინიკა გახსნა.

Rating

ოთარ გოგიბერიძის ოჯახი მუდმივად ხვდება რუსული მედიის ყურადღების ცენტრში, მისი ოჯახი გლამურულად ითვლება.

ოთარ გოგიბერიძის რჩეული ცნობილი რუსი ტელეწამყვანი და მსახიობი იანა ლაპუტინა არის. ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს, იანამ ცხვირის რინოპლასტიკის გაკეთება გადაწყვიტა და არჩევანი ქართველ
ქირურგზე შეარჩია, სიყვარულიც აქედან დაიწყო... ისინი დღემდე სამაგლითო წყვილად ითვლებიან.
Rating

ჰყავთ ქალიშვილი, როგორც იანა ინტერვიუებში აცხადებს წყვილს არ სურს მათი ქალიშვილი პოპულარული ადამიანი გახდეს.

წყვილი ხშირად დადის სამოგზაუროდ მსოფლიოს გარშემო, ოთარს ინტერვიუები არ უყვარს, ის პრესასთან მხოლოდ საკუთარ პროფესიაზე საუბრობს.
Rating

გლამურულ წყვილს ხშირად იწვევენ სხვადასხვა „ტუსოვკებზე“ და რუსული ბომონდის საპატიო სტუმრები არიან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
*
ბატონ ოთარს საქართველოში რომ უფრო კარგად იცნობდნენ უკეთესი იქნება.სასიამოვნო იქნებოდა მასთან ოპერაციებისთვის საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ.მაპატიეთ მაგრამ საქართველოსთვის კიდევ ერთი კარგი ადამიანი და კარგი ექიმი სხვა მრავალ უცხოეთში გადახვეწილ ადამიანებივით სამწუხაროდ დაკარგულია.
15:39 / 01-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS