"რეიტინგი" დავით ქაცარავას დაუკავშირდა:
- საერთოდ არ მაღელვებს იმ ხალხის აზრი ვინც გამაკრიტიკა და არც მათი, ვისაც ნანუკა ჟორჟოლიანის ნათქვამი არ მოეწონა. ახლაც იგივე აზრზზე ვარ, რატომღაც ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობა ამ ე.წ. თემს. მათი ჩაგვრა და შევიწროვება გამოგონილი პრობლემებია,
- მაგალითად?
- ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რაც მაწუხებს არის ქვეყნის ოკუპაცია. მძიმე დაავადებები და სხვა სოციალური საკითხები. უმჯობესია ამას დაეთმოს სატელევიზიო ეთერი, ვიდრე გამოგონილ თემებს და იმას, რომ ვიღაცას ყურის ძირში წაუთაქეს.
- თქვენი აზრით რას ემსახურება ამ თემის ასეთი პოპულარიზაცია?
- არ ვიცი რას ემსახურება. ფაქტია, გრანტებს იღებენ გამოგონილი ბრძოლისათვის.
მათ ფული და გამორჩენის სურვილი მართავს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში მოხდეს ერთსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ ბავშვის აყვანა. რამდენიმე გოგომ ჩემი გამოსვლის გამო, საშინლად გამლანძღა სოციალურ ქსელში. ჰომოფობი ვარ და ასე დავრჩები მთელი მთელი ცხოვრება.
სექსუალური უმცირესობები ზეკომფორტულად გრძობენ ამ ქვეყანაში თავს და მათი პრობლემები გამოგონილია. ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ისინი, თავიანთი "პრავების კაჩაობით" ხალხს აღიზიანებენ, თუ არ მოახდენენ პროვოცირებას, არც არაფერი მოხდება.
ამას საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს, არა ძალადობით, არამედ იმით რომ არ მოხდეს მათი პროპაგანდა.