„რეიტინგი“ გთავაზობთ ტოპ 5 ინტელექტუალს, რომლებიც მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
დავით რაფავა
ინტელექტუალთა კლუბის წევრი, დავით რაფავა სუსტი სქესის წარმომადგენლებში უდიდესი სიმპატიით სარგებლობს. წარმოუდგენელია, მიმზიდველ მამაკაცზე საუბრობდე და დავით რაფავა არ გაგახსენდეს.
ქალების სამწუხაროდ, რაფავა დაქორწინებულია. ჰყავს მეუღლე - თამუნა ფოფხაძე და ორი შვილი - ნიკოლოზი და ელენე. უყვარს რაგბი. დავით რაფავა პროფესიით ეკონომისტია.
სანდრო
სანდრო ლორთქიფანიძე პროფესიით მსახიობი და დრამატურგია. მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დაამთავრა.
2015 წელს სანდრომ ინტელექტუალ გოგონაზე გააკეთა არჩევანი და არც მეტი არც ნაკლები, ანი მარდალეიშვილზე იქორწინა. მარდალეიშვილს ლორთქიფანიძემ ხელი 2015 წლის "რა? სად? როდის?"-ის შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაშის დროს სთხოვა.
ნიკა გვარამია
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის „რა? სად? როდის?“ რამდენიმე წლის წინ თამაშობდა, შემდეგ საკუთარი ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირდა. იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და განათლების მინისტრი. ნიკა გვარამია დაოჯახებულია.
სოსო ბერიკაშვილი
32 წლის სოსო ბერიკაშვილი სუსტი სქესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია. სოსო ბერიკაშვილის რჩეული ჟურნალისტი და „კავკასიის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მარიამ მაღულარიაა. ბერიკაშვილი სპეციალობით ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. უყვარს სპორტი.
რატი შუბლაძე
რატი შუბლაძე ინტელექტუალთა კლუბის წევრი 2000 წლიდან გახდა. ის 1989 წელს ქუთაისში დაიბადა. პროფესიით სოციოლოგია. განათლება საქართველოში აქვს მიღებული. აკეთებს უგემრიელეს სალათს. გიჟდება ჯეპარდის თამაშზე. ჰყავს მეუღლე და შვილი.