24 ოქტომბერი, 2017
ქორწინებისას და ოჯახის დანგრევის შემდეგ - ცნობილი ქართველი ქალების ტრანსფორმაცია ოჯახის დანგრევის შემდეგ
სიყვარულით შექმნილი ოჯახები ხშირად წარუმატებელია და ინგრევა. ამისგან დაზღვეული ცნობილი სახეებიც არ არიან. ოჯახის დანგრევა ქალებს, ძირითადად ძალიან რთულად გადააქვთ, თუმცა შეიძლება ითქვას, კრიზისული მომენტის, დეპრესიის და სტრესის გავლის შემდეგ ისინი უფრო აქტიურები ხდებიან.
„რეიტინგი“ იმ ქართველი ქალების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც ცხოვრების სტილი და გარეგნობა, ოჯახის დანგრევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალეს.

Rating
თაკო გაჩეჩილაძე
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ნაადრევ ასაკში დაქორწინდა. მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საკმაოდ პატარა ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული დათო სალაძე იყო, თაკომ და დათომ ოჯახი სიყვარულით
შექმნეს, მაგრამ ზუსტად 7 თვეში დაშორდნენ. რა გახდა თაკოს და დათოს დაშორების მიზეზი, უცნობია. როგორც თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახის შენარჩუნებას მოძღვარიც ურჩევდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. თაკოს მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბევრი წლები გავიდა, მაგრამ მომღერალი ფიზიკურად რადიკალურად შეიცვალა და უფრო თამამად ჩაცმული გამოდის სცენაზე. ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. ქმართან დაშორებული თაკო გაჩეჩილაძე პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს.

Rating

ანი გიუნტერი

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე კახა არაბიძე გახლდათ, რომელთანაც მას ორი შვილი მაშო და ლაზარე ჰყავს. ანის და კახას ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაინგრა, კახა არაბიძემ უკვე სხვა ქალზე იქორწინა. როგორც ამბობენ, ანიმ ქმართან დაშორება მძიმედ გადაიტანა, თუმცა როგორც ჩანს დეპრესიამ გაუარა. ქმართან დაშორების შემდეგ ანი გიუნტერი ძალიან შეიცვალა. ის ახლა თითქმის ყველა ივენთზე დადის და უფრო თამამი სამოსი მოირგო. ანი სამსახურს და შვილების მოვლას წარმატებით უმკლავდება.

Rating
ეკა ამირეჯიბი
ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა, მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა. ქმართან დაშორების შემდეგ, ეკა ამირეჯიბის კარიერა უფრო წარმატებულად განვითარდა. რაც შეეხება მის იმიჯს, ეკამ იმიჯი შეიცვალა, უფრო მომხიბვლელი გახდა და არც თამამი კაბების ჩაცმაზე ამბობს უარს.

Rating
შორენა ბეგაშვილი
მსახიობი და სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი პატარა ასაკში გათხოვდა. მისი ქმარი ირაკლი ბარბაქაძე გახლდათ. შორენა ბევრს შრომობდა და ქმარ-შვილს არაფერს აკლებდა, რასაც საჯაროდ აღიარებს. თუმცა შორენას და ირაკლის ოჯახი წლების შემდეგ დაინგრა. მსახიობი ქმართან დაშორების შემდეგ უფრო რეალიზებული და წარმატებული გახდა. ის არაერთ რეკლამაში გადაიღეს. თუმცა პოპულარობა „პლეიბოის“ ფოტოსესიამ მოუტანა. შორენამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა და საქართველოს სექს-სიმბოლოს ტიტულიც მოიპოვა. შორენას პირად ცხოვრებაზე ხშირად ვრცელდება ჭორები, წარსულში ის მეფე დავით ბაგრატიონის საყვარელი მსახიობი იყო, ახლა კი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის შეყვარებულია, რომელიც საყვარელ ქალს სიურ-პრიზებით ხშირად ანებივრებს.
Rating

სალომე ჭაჭუა
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საზოგადოებიდან პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო. სალომე მაშინ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძის შეყვარებული გახლდათ, თუმცა მათი სიყვარული დაინგრა და ჭაჭუამ გიორგი ვარდოსანიძეზე იქორწინა. სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი მცირე დროში დაინგრა, ამბობენ რომ ამის მზიეზი ვარდოსანიძის ღალატი იყო. ქმართან დაშორების შემდეგ სალომე პრესასთან ხშირად აღარ კონტაქტობს. აღსანიშნავია რომ ის ძალიან გალამაზდა.

Rating

თამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე საბერძნეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის პატარა ასაკში გათხოვდა, მისი ქმარი შმაგი ხაჭვანი გახლდათ. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა. თამთა საბერძნეთში წავიდა, სადაც დედამისი ემიგრანტის სტატუსით ცხოვრობდა და მისი, როგორც მომღერლის წარმატებული კარიერაც სწორედ იქედან დაიწყო.

რატომ იცვლება ქალი რადიკალურად, წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ამის შესახებ "რეიტინგთან" კომენტარი, ფსიქოკონსულტანტმა გიორგი დონაძემ გააკეთა.

ფსიქოლოგები ემოციური ურთიერთობების გაწყვეტას სიყვარულის ტრავმას ვუწოდებთ , რაც  ასოცირდება დანაკარგთან და მოიცავს სტრესს და მძაფრ ემოციურ ტკივილს, რომელიც გამოწვეულია საყვარელ ადამიანთან დაშორებით. ის ხასიათდება შემდეგი გამოვლინებებით: მოლოდინი, რომ მომავალიც სასიყვარულო ურთიერთობა ასევე დამთავრდება, პესიმისტური განწყობა სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ, სიყვარულისა და ურთიერთობაში ყოფნის უუნარობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სიყვარულის ტრავმის დროს სახეზეა აღგზნების სიმპტომები, როგორიცაა ძილის დარღვევები, ნერვიულობა, ემოციური ლაბილობა, ზესიფხიზლე.

ნებისმიერ დანაკარგს ახასიათებს ხშირ შემთხვევაში შემდეგი ფაზები: რეალობის უარყოფა, ვერ იჭერებს რომ ეს მის თავს ხდება, ბრაზი, დეპრესიული ეპიზოდი,  დანაკარგის ტკივილის გადამუშავება, სამყაროსთან მისი საყვარელი ადამიანის გარეშე შეგუება და დანაკარგის რეალობის აღიარება და მიღება, ცხოვრების საზრისის ახალ კონტექსტში პოვნა.

სწორედ ამ დროს ხდება ე.წ ტრავმული ზრდა - დადებით ცვლილებების ერთობლიობა, რომელსაც სტრესულ, პრობლემურ სიტუაციასთან, მოვლენასთან გამკლავების შემდგომ დგება ხოლმე. სტრესი გვზრდის და სტრესის დაძლევის შემდგომ ჩვენი აღქმა სამყაროს მიმართ იცვლება, სულ სხვა ხედვები გვაქვს ხშირად, თითქოს ახლიდან დავიბადებით ხოლმე.

ტრავმული ზრდა სამ სხვადასხვა სფეროში შეიძლება შეინიშნებოდეს, ესენია: (ა) თვითაღქმა ანუ ადამიანს ეცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, (ბ) სხვებისადმი დამოკიდებულება ანუ ადამიანი გადააფასებს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და მათთან ურთიერთობას და (გ) ზოგადი ცხოვრებისეული ფილოსოფია ანუ ადამიანი ხელახლა გაიაზრებს საკუთარ საზრის, ღირებულებით ორიენტაციებს.

ხშირად  თუ მოახერხა ადამიანმა ამ დანაკარგის გადალახვა და მიღება რეალობის, შემდგომში ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს რადიკალურ, კარდინალურ ცვლილებებს ადამიანების ცხოვრებაში, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს საკუთარი იმიჯის ცვლილებებით, უფრო მეტი სითამამით და  გაბედულებით.





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გიორგი
ოჯახის დანგრევის შემდეგ სურათებში უფრო მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს დაემსგავსნენ.
11:16 / 27-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ე.ი დროზე მიხედეთ ტავს ქალებოო და ქმარგაცილებული აგარ გერქმევათ
ყველა უკეთესობისკენ შეიცვალა. რა გჭირთ თქვენ ცნობილებს მიანც რა გიჭირთ რომ თავს მიხედოთ სანამ ცოლი გქვიათ
12:18 / 26-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ელა
ყველანი ადრეუფრო ლამაზები ყოფილან ეკას ქერობა არ უხდება
11:53 / 26-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS