23 ოქტომბერი, 2017
"სილაღე, ფერები და მხიარულება ყოველთვის მაკლდა" - ნათია თოდუას პირველი ინტერვიუ
21 წლის ნათია თოდუას გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა"... როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

- თბილისში დავიბადე, მაგრამ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გავიზარდე. ოჯახთან ერთად ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. გალის მე-13
სკოლა დავამთავრე და 17 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში. მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია, სააბიტურიენტო გამოცდების დროს, თბილისში ბიძაჩემთან ვიყავი სტუმრად, გიტარაზე ვუკრავდი და ერთად ვმღეროდით.

გაგიჟდა, მითხრა ეს უბრალო ვოკალური მონაცემები არ არის, ამიტომ რამე პროექტში უნდა მიიღო მონაწილეობაო. მაშინ ტარდებოდა პროექტი "მაგთიფანი" და მოუმზადებელი მოვხვდი ამ პროექტში. 17 წლის ასაკში გავედი პირველად სცენაზე და ჩემს ბენდს აკომპანიმენტს უწევდა ჯგუფი "ვაკის პარკი". რომელიც შემდეგ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.


განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS