18 ოქტომბერი, 2017
"ყველა გოლი მაკუნას ეძღვნება" - რეზი არველაძის ვაჟის სიყვარულის ისტორია
ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:

"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"

შოთა არველაძე

ფეხბურთს არველაძეების ახალი თაობიდან ვატო არველაძე აგრძელებს, თან - ძალიან წარმატებულად. თუმცა მის წარმატებაზე არველაძეები ჯერ არ
საუბრობენ, ძირითადად, შენიშვნებს აძლევენ. ეს რთული მისია მას უკვე კარგად აქვს გააზრებული. უნდა, რომ კიდევ უფრო მეტად გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და გაახაროს არველაძეები, რომლებსაც საფეხბურთო მოედანზე ამჯერად მხოლოდ ერთი არველაძე ჰყავთ.

მიუხედავად არველაძეებზე არაერთი გადაცემისა, რომელთა დაგეგმვაში პირადად მეც ვყოფილვარ ჩართული, ვატოს ჩაწერა ვერასდროს მოხერხდა. ძირითადად, საფეხბურთო მიზეზებით გვიპროტესტებდა ყველა გადაღებას და ჩვენც ამ მიზეზებს ობიექტურად ვიღებდით. ამჯერად ფეხბურთზე დასმულ კითხვებს არ გვიპროტესტებს, არც ფოტოსესია გააპროტესტა "ლოკომოტივის" მოედანზე, ალბათ, იმიტომ რომ "სითის" პროექტზე მისი დათანხმება მაკუნასთან ერთად მოვახერხეთ.

ერთადერთი, რაზეც გადაღების მიმდინარეობისას გული მწყდებოდა, ის იყო, რომ სატელევიზიო კამერა თან არ მქონდა. ბოლომდე ვერ გადმოგცემთ მის იუმორის გრძნობას. არველაძეებისგან, ვიცი, არ გიკვირთ, მაგრამ მაინც. სატელევიზიო ინტერვიუმდე ვატოსა და მაკუნას სიყვარულის ისტორიას "სითიში" გიყვებით; ისტორიას, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყება;

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS