17 ოქტომბერი, 2017
თიკო მოსემღვდლიშვილის შეყვარებული თაყვანისმცემელმა დაჭრა? - მომღერალი თავდასხმის დეტალებზე ალაპარაკდა
19 სექტემბერს თემქაზე მომღერალ თიკო მოსემღვდლიშვილის შეყვარებული ზვიად ლურსმანაშვილი დაჭრეს. შემთხვევის დროს მოსემღვდლიშვილი შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა.

ზვიად ლურსმანაშვილი ამერიკის მოქალაქეა, მას 7 ჭრილობა მიაყენეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს ამერიკაში გადის.
„იმ დღეს მე და ზვიადი ჩემს სახლში ვიყავით. ერთად გამოვედით სახლიდან, მოულოდნელად ვირაც მიეპარა ზვიადს და დანა ჩაარტყა. ერთი ჭრილობა კისერზე მიაყენეს, რის შედეგად ნერვი დაუზიანდა და ფეხებში მგრძნობელობა დაკარგა. საკმაოდ ბევრი ოპერაცია დასჭირდება ზვიადს, ფეხზე რომ გაიაროს“ - აცხადებს თიკო.

ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სამი
ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, ეს პირად შურისძიებას უკავშირდება. კერძოდ, ამბობენ, რომ თავდამსხმელს წარსულში თიკო უყვარდა, რომელიც მისმა ექს-მეუღლემ დაჭრა. მომღერალი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

„გამოძიებამ იცის თავდამსხმელის ვინაობა. მას პირადი ნივთები დარჩა შემთხვევის ადგილზე. ჯერჯერობით ეძებენ და არ დაუჭერიათ. როგორც კი დასტაბილურდა ზვიადის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძო რეანიმატოლოგი აუყვანეს და ის გაჰყვა ამერიკაში. აეროპორტიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს მშობლებმა. ახლა რეაბილიტაციის კურსი მიდის, რომ ფეხებში მგრძნობელობა დაუბრუნდეს“ - ამბობს თიკო.

„თბილისელები“

ნათია უტიაშვილი

Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
ან ერთი ვინაა ან მეორე?რა უნდოდა საქართველოში იმ უბედურს?ამერიკაში დაილია გოგონები?თუ ამას სხვანაირი აქვს?!ეს საქართველოა!აქ კანონები არ ჭრის!წახვედი?ანუ ბედნიერი ხაარ?ხოდა დარჩი იქ სადაც ხარ!მგლური კანონებია საქართველოში მგლურიიიი...დაშტერებულია ხალხი უფულობით,უქალობით და შიმშილობით...ვერ გაიგებ ვინ რას მოიმოქმედებს და როდის?!
18:52 / 22-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS