15 ოქტომბერი, 2017
"მამები რომ ამბობენ, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებო, არ მესმის" - როგორი მამა და მეუღლეა ლევან ყოჩიაშვილი
უკვე ექვსი წელია, ლევან ყოჩიაშვილი "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი გმირია, დათო გოცირიძის სახით. ამ წლების განმავლობაში დათო მრავალშვილიანი მამა გახდა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, მსახიობს ორი შვილი ჰყავს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მან "თბილისელებს" მისცა:

- ლევან, მეთორმეტე სეზონის დასაწყისში როგორი შემართება გაქვთ? თან, ამ სეზონზე უკვე დიდი ბიჭის მამა ხართ, ახალი პრობლემებით.

- როგორც ყველა სეზონის წინ, ახლაც დიდი სტიმული გვაქვს. კი, ამ ჯერად ეს ხაზი იქნება რამდენიმე სერია აქტუალური თემა, მოზარდი ჯეკოს
ამბები ძალიან საინტერესოა. ჩემი ნამდვილი შვილი ჯეგოზე ცოტა პატარაა, ათი წლის, ასე რომ, მსგავსი პრობლემები ჩვენ ჯერ არ შეგვქმნია. ეს პერიოდი სინამდვილეში, მე წინ მაქვს. ჯერ სერიალში გამოვცდი და მერე – რეალურ ცხოვრებაში. იმედია, სერიალის გამოცდილება დამეხმარება ჩემს შვილთან სამომავლოდ, მოზარდის პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეების გადალახვაში.

- აქ მრავალშვილიანი მამაც ხართ. რეალურ ცხოვრებაში არ გქონიათ ბევრი შვილის ყოლის სურვილი?
- მე მხოლოდ ორი შვილი მყავს. ადამიანი იმდენ შვილს აჩენს, რამდენის მოვლის თავიც აქვს. ბავშვების გაზრდა მარტივი ხომ არაა? ამიტომ, რამდენის თავიც მქონდა, იმდენი მყავს.

- შვილები რას გეუბნებიან, როგორი მამა ხართ?

- კმაყოფილები არიან ჩემით, პრეტენზიებს არ გამოთქვამენ. მე და ჩემი ძმებიც ასე გავიზარდეთ. მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, წინააღმდეგობები არ შეგვხვედრია. მე და ჩემი შვილებიც ვმეგობრობთ. უფროსი, კესო, უკვე დიდია - 19 წლის ხდება.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS