მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძალიან მორწმუნეა. ბავშვობიდან ლოცულობს, დადის ტაძარში, ესწრება წირვა-ლოცვებს. თუმცა ეკლესიას განსაკუთრებით მაშინ დაუახლოვდა, როცა ქმარს დაშორდა. თაკო დასთან, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად ხშირად დადის მონასტერში და ბოდბის დედათა მონასტრის დედები: დედა თამარი, დედა თეოდორა განსაკუთრებით უყვარს. ამბობს, რომ თავდაპირველად მონასტერში ცხოვრება გაუჭირდა, რადგან ბოროტი ძალები ებრძოდნენ. თუმცა ბოლოს
ბოდბის მონასტერში პოულობს შვებას მძიმე განსაცდელის დროს მომღერალი ნინი ქარსელაძეც. ნინის ყოველი განსაცდელის დროს ახსენდება ბოდბის მონასტერში მცხოვრები ერთ-ერთი დედაოს სიტყვები: როცა ადამიანი იტყვის - აღარ შემიძლია, მაშინ თავისი შესაძლებლობების მხოლოდ და მხოლოდ სამი პროცენტი აქვს გამოყენებულიო. დღემდე ამ შემართებით ცხოვრობს. "ეს რომ მითხრა მონაზონმა, დავფიქრდი. თან, ამას თუ ამბობ, ღმერთი ხედავს, რომ ცუდად ხარ და ზუსტად მაშინ გეხმარებაო. მართლაც, ერთ თვეში მოხდა კარგი ამბავი. ამიტომ დღეს უკვე ყველას ვუმეორებ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული, მეტი აკეთოს და ყველაფერი გამოვა". მომღერალი ბოდბის მონასტერში ხშირად ჩადის და ხანდახან რამდენიმე კვირითაც რჩება იქ.
მომღერალი ზურა ხაჩიძე წარსულში სიონის ტაძარში გალობდა. ის დღემდე ინახავს მარხვებს და ესწრება წირვა-ლოცვებს. ზურა ხაჩიძე ხშირად წასულა მონასტერშიც. განსაკუთრებით საფარის მამათა მონასტერში წასვლა უყვარს, სადაც როგორც ამბობენ, ხშირად ჩადის და ბერებს ეხმარება.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მონასტერში ორი წლის წინ წავიდა. თუმცა ამაზე კონკრეტულად თავად არასდროს უსაუბრია. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მან მოულოდნელად მიიღო მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება, გამორთო ტელეფონი, გააუქმა "ფეისბუქი" და კახეთში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში ცხოვრობდა. სანამ გრიგოლია მონასტერში წავიდოდა, კენჭს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურაზე იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
განაგრძეთ კითხვა: