10 ოქტომბერი, 2017
ექსკლუზივი: თეთრი, ფითქინა და მშვიდი ბიჭი გვყავს - როგორ აღნიშნა ოჯახმა რუსკა მაყაშვილის ბიჭის დაბადება
მსახიობი რუსკა მაყაშვილიი გუშინ ბიჭის დედა გახდა. მან "ჰერაში" იმშობიარა. რუსკა მაყაშვილმა და მისმა მეუღლემ, მორაგბე სანდრო ნიჟარაძემ, პატარას ილია დაარქვეს.

ოჯახში ახალი წევრის შემობრძანებაზე და შთაბეჭდილებებზე, "რეიტინგს" რუსკას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი ესაუბრა:

- რუსკამ ბუნებრივად იმშობიარა, პატარა 3კგ და 680 გ გაჩნდა. ერთი კარგი, ფითქინა ბიჭი გვყავს და ჩვენც და ნიჟარაძეებიც ძალიან გახარებულები ვართ. ყველაზე მეტად ნინუცას უხარია და დარბის გახარებული. რაც შეეხება ჩემს უმცროს ვაჟს და ნინუცას შვილს, ისინიც გახარებულები არიან. ელიზბარი
გახარებულია და ამბობს კანფეტები უნდა ვუყიდოო.

- სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, სად იცხოვრებს რუსკა პირველ ეტაპზე?
- როგორც წესია ჯერ ჩემთან იქნებიან. გამოცდილებიც ვართ თან, ბავშვების აღზრდაში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამიტომ რუსკა მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

- რატომ დაარქვეს ბავშვს ილია?

- ვერ გეტყვით ვის საპატივცემულოდ დაარქვეს. ალბათ ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ (იცინის), საერო და საეკლესიო სახელია, რომელიც მე ძალიან მომწონს. თეთრი, ფითქინა და მშვიდი ბიჭი გვყავს, რომელიც ჭამს და იძინებს.

- როგორ აღნიშნეთ პატარას დაბადება?
- მთელი დღე სამშობიაროში ვიყავით, ემოციებით დავიღალეთ, საღამოს ნიჟარაძეებთან მიგვიწვიეს და ოჯახის წევრებმა ვივახშმეთ, შინაურულ გარემოში. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS