09 ოქტომბერი, 2017
"ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში
რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. მსახიობი დღე-დღეზე დედა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხრა თვის ფეხმძიმეა, ჩვეული აქტიურობითა და ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას და არცერთ პროექტს არ აკლდება. ის "ტელეიმედზე" "ნიჭიერის" ახალ სეზონზე ჟიურის წევრია. მსახიობს ჟურნალი "თბილისელები" ესაუბრა.

რუსკა მაყაშვილი: უკვე მესამე წელია, "ნიჭიერის" ჟიურიში ვზივარ. როგორც ყოველთვის, წლევანდელი სეზონიც ყოველგვარ საზღვრებს სცდება თავისი მაშსტაბებით, შარშანდელიც ხომ კარგი იყო, მარამ წელს ორმაგად მაგარია.

- ჟიურიში ახალი წევრები გყავთ.
- კი, სტეფანე და ბახუტა ჩვენი ახალი
წევრები არიან. სტეფანე, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსია. მაღალი პროფესიონალიზმის პარალელურად, საოცრად სამართლიანი და გულიანი ადამიანია, იუმორის კარგი გრძნობით, რაც შეეხება ბახუტას, ის უკვე დიდი ხანია ჩემი კოლეგა და მეგობარია. მოკლედ, წლევანდელ ჟიურიში ძალიან გამიმართლა. მაკასთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს - პირველი ლედია და ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, ყველაზე დიდ კომფორტში ვარ (იცინის). არ ვამბობ, რომ წინა წლებში არ მქონდა კომფორტი, მაგრამ წელს მაინც სხვაა.

- არაერთი ნიუსი შემხვედრია სათაურით "ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილი სცენაზე ჩვეულ სიგიჟეებს სჩადის". მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღეზე ბავშვს ელოდები...
- ფეხმძიმობის პირველივე წუთიდან აქტიური ვიყავი და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას. პირიქით, უფრო მეტადაც გავაქტიურდი. მთელი ორსულობის განმავლობაში ვთამშაობდი სპექტაკლებს: წავიყვანე "X ფაქტორი" თავის ჩანაწერებიან-ლაივებიანად; ვითამაშე ფილმში და ჩავწერე "ნიჭიერის" ქასთინგები. არცერთი წამი არ გავჩერებულვარ. არანაირი პოზა არ დამიჭერია. ჩემი აზრით, ფეხმძიმობისას კიდევ უფრო აქტიური უნდა იყო. ცუდია ამ მდგომარეობას როგორც ავადმყოფობას, ისე რომ უდგებიან, ძალიან ბევრი მწერს, როგორ ახერხებ ამდენს, მე აუზშიც ვერ ჩავდივარ, მე ეს უფრო მიკვირს.

- ექიმისგან არ გქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები?
- აბსოლუტურად არა. აქ მარტო ჯანმრთელობის საკითხიც არაა, გონებაც უნდა ჩართო. მთავარია, შენ როგორ მიუდგები ამ მდგომარეობას. სამი კატეგრიის ფეხმძიმე არსებობს. ორსული, რომლისთვისაც ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ჩემნაირები და "პოზაში მყოფები" - ვითომ, რომ ეშინიათ და ზედმეტ ნაბიჯს არ დგამენ, რაც შემდგომ უფრო ართულებს მდგომარეობას. მე მგონია, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, ყველაფრის კეთება უნდა გააგრძელო, რასაც მანამდე აკეთებდი. შემიძლია და რატომ არ უნდა გავაკეთო?!

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
***
რა გამაღიზიანებელი და ცანცარა გოგოა
21:04 / 13-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS