05 ოქტომბერი, 2017
"მაიამ ერთი ცხოვრება უკვე დაამთავრა, ეს იყო ბედნიერი ცხოვრება ვახოსთან"
უკვე ექვსი თვეა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმიანობას, რომლის დამფუძნებლებიც დები იყვნენ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში რუსუდან კერვალიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი დედის და დეიდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"კარგიც იყო, რუსუდანიც რომ აღმოჩნდა ციხეში, რადგან
მაიას ამ ყველაფრის მარტო გადატანა გაუჭირდებოდა.
მაია რუსუდანის გვერდით ყოფნამ უფრო გააძლიერა, უფრო მოსუქდა და ჯანმრთელად გამოიყურება. სასჯელაღსრულების სისტემაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, იმდენად ნორმალურ პირობებში უწევთ ყოფნა. რუსოს რომ ვეკითხები, როგორ საჭმელს გაჭმევენ-მეთქი, ისე მპასუხობს, არაჩვეულებრივსო, ციხეში მოგინდება ყოფნა. ამბობენ, რომ წიგნებს კითხულობენ და ა. შ.

რუსოსთვის დაპატიმრება ერთგვარი შვებაც იყო, რადგან ჯერ კიდევ როდიდან ითხოვდა, მე დამაკავეთ და მაია გაუშვითო, რომ მიეცეს საშუალება, პრობლემები მოაგვაროსო. მაიამ მთელი ცხოვრება, 20 წლის ასაკიდან, ვახოსთან ერთად გაატარა. თან ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი არ იყო: საუკეთესო მეგობრები, კომპანიონები გახლდნენ, ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდათ. იდეალური ცოლ-ქმარი იყო. როგორ გადაიტანა მაიამ ეს ამბავი, არც მიკითხავს და არც ვკითხავ, რადგან ვიცი, რამ მწარე იქნებოდა მისთვის.

მაიამ ერთი ცხოვრება დაასრულა. ეს იყო ბედნიერი სიცოცხლე ვახოსთან ერთად. ახლა კი, იმედია, მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს და ექნება საშუალება, შვილთან, შვილიშვილებთან ერთად, მშვიდად იცხოვროს. ვახოს გარეშე ბედნიერი ალბათ ვეღარ იქნება, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით, ვეცდებით, მუდამ გავახაროთ.

- ციხეში მათ მოსანახულებლად ხშირად მიდიხართ?
- რაც დააპატიმრეს არცერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში. რუსოს არ აქვს სურვილი, რომ საპატიმროში ვნახო.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
სამარცხვინოა ქვეყანა როცა აპატიმრებენ ისეთ ხალხს როგორიც ეს ოჯახია!ფული წაართვეს,მშენებლობა შეუჩერეს,ბინები დაუბლოკეს და აბრალებენ რჩეულიშვილებს!ის ბრბო,რომელიც ბინებს ელოდებოდა მიიღებდნენ მალე,მაგრამ ეხლა ბინაზე ოცნებაც კი ზედმეტია!ბინები მეოცნებეებმა უკვე დაინაწილეს....
19:04 / 08-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS