21 დეკემბერი, 2013
დატოვა თუ არა ''მკერდის სკანდალის'' შემდეგ ''ნიჭიერი'' ხატია ბუნიათიშვილმა
ის უფრო ცდილობს, რომ ყველას აჩვენოს. ეს ხომ არა მარტო ქალებს, კაცებსაც მოსწონთ, უფრო მეტად ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მიმართ ბოლო დროს ინტერესი ერთიორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ''ნიჭიერის'' შთამბეჭდავი ლაივიდან რამდენიმე კვირა გავიდა, ხატიას გამოსვლაზე დღემდე ბევრი ლაპარაკობს. მუსიკოსი ქალბატონი ფილარმონიაში ლამაზ კაბაში, მაგრამ ბიუსტჰალტერის გარეშე გამოცხადდა. იმავე საღამოს ხატიას ჩაცმულობას სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდი მიუძღვნეს - ''მოაშორეთ ბოთლები ხატიას''.

მოხიბლული მამაკაცები ჟიურის მაგიდაზე მდგარ მინერალური სასმელების ბოთლებს აპროტესტებდნენ. ქალბატონები წერდნენ, რომ მათაც აქვთ
კარგი მკერდი, მაგრამ არ ''ამარიაჟებენ''. ზოგიერთმა მათგანმა კი სოლიდარობის ნიშნად ფოტო ბიუსტჰალტერის გარეშე გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა და მას შემდეგ ხატია ''ნიჭიერში'' აღარ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიანისტს საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება არ მოეწონა და შოუ დატოვა, მიზეზად კი კონცერტები დაასახელა.

სიმართლის გასარკვევად შოუს პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და ჟიურის ერთ-ერთ წევრ გეგა ფალავანდიშვილს ვესაუბრეთ.

- გიორგი, უკვე ორი ლაივკონცერტია, ხატია ბუნიათიშვილი ჟიურიში არ გამოჩენილა. ამბობენ, რომ პიანისტმა პროექტი პროტესტის ნიშნად დატოვა.
- კასტინგების მიმდინარეობისას ხატიასთან მუშაობა ძალიან გაგვიადვილდა, რადგან ჩაწერებს მის ჩამოსვლას ვამთხვევდით. თუმცა წინასწარ ვიცოდით, რომ პრობლემები შეგვექმნებოდა და რამდენიმე კონცერტს ვერ დაესწრებოდა. პროექტი ორშაბათობით გადის და ვერაფერს შევცვლით, ხატიას კი ამ დროს კონცერტები დაემთხვა. ხან იტალიაშია, ხან გერმანიაში. ხატია კიდევ ერთ კონცერტს გამოტოვებს, მაგრამ ფინალში და მანამდე კიდევ ერთ კონცერტზე შემოგვიერთდება. პროექტს ძალიან გულშემატკივრობს. შოუს პარალელურად მესიჯებს ვწერ, როგორ ვითარდება მოვლენები, ვინ გადავიდა შემდეგ ტურში, ჟიურიმ ვინ გადაიყვანა. შემდეგ ჩანაწერს აუცილებლად უყურებს.
- სხვადასხვა პროექტის ჟიურიში უამრავ ვარსკვლავთან გიმუშავიათ, მაგრამ ხატია მაინც მსოფლიოში აღიარებული პიანისტია და არ ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნები თქვენთან მუშაობისას?
- არანაირი მოთხოვნები არ ჰქონია. უცხოეთში, ნებისმიერ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც დისკები იყიდება, აუცილებლად აღმოაჩენთ ხატიას დისკს, მაგრამ ამის ფონზე ძალიან თავმდაბალი და ჩვეულებრივი გოგონაა. კარგი გოგონა რომ იყო, ვიცოდით, მაგრამ ვფიქრობდით, რომ როგორც კლასიკური სამყაროს წარმომადგენელი, მაინც ცხვირაპრეხილი შეხედავდა ტელევიზიას. ცოტა წარმოუდგენელია, ადამიანი შოპენს რომ უკრავს და შემდეგ ისეთ ნომრებზე გადმოერთვება, როგორებიც ''ნიჭიერში'' გვქონია. ზოგი ნომერი აბსურდამდეც ყოფილა მისული (იცინის). არანაირი კომპლექსი და შიში არ აქვს, რას იფიქრებს მასზე ხალხი და როგორ გამოჩნდება, იმდენად არის საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ ბოლომდე გადმოერთო ჩვენს ტალღაზე. კასტინგების დროს თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა.
- არც განსაკუთრებული კომფორტი მოუთხოვია?
- არა, კონცერტებს მთელი ოჯახი ესწრებოდა. ხატიას დედ-მამა, და - გვანცა ძალიან კარგი გოგოა. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ხატია დილას ხუთ საათზე ჩამოფრენილა და ცხრა საათზე უკვე ჩვენთან ყოფილა ჩაწერაზე. პირად ურთიერთობაშიც იმდენად თბილი და მეგობრულია, რომ აქეთ გვიქმნიდა კომფორტს. ბოლომდე გადმორთული იყო პროექტზე და სხვა რამეზე იმ მომენტში არ ფიქრობდა. პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი.
- შოუს დაწყებას არ აკლდა საინტერესო ამბები, ჯერ ია ფარულავა გაათხოვეთ, შემდეგ ახალგათხოვილმა მოცეკვავე ბიჭებს ტრუსებში ფული ჩაუდო, ამას მართლა მოჰყვა რეზონანსი, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ბიუსტჰალტერის გარეშე ხატიას გამოჩენამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ამას მოჰყვა ჭორი, რომ ხატია ''ნიჭიერს'' დაემშვიდობა.
- ერთს ვიტყვი, რომ ხატია კლასიკური მუსიკის შესრულების დროს თუ სხვა გარემოში ყოველთვის ულამაზესია და გემოვნებით იცვამს. საქართველოდან ამ ამბის შემდეგ მალე წავიდა. გავიგე, რა ამბავი ატყდა, მაგრამ ამ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. ალბათ, იუმორით შეხედავდა. იუმორი ზოგადად კარგი თვისებაა. ზოგი რამ, რაც ამ თემაზე ინტერნეტში ეწერა, კარგი იუმორით იყო გადმოცემული.
- იას გათხოვება თქვენ დაგაბრალეს, ხატიას შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ ეს გამოსვლა თქვენ დაგეგმეთ.
- არა, ეს საერთოდ არ იყო ჩვენი დაგეგმილი. ხატიაც და იაც როგორც კასტინგებზე, ისე ლაივკონცერტებზე თავად ზრუნავენ თავიანთ ჩაცმულობაზე. ჩვენ შეიძლება, რაღაც რჩევა მივცეთ, მაგრამ კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება იას გათხოვებას, ვიცოდით, რომ ტარიელი მსგავსი რაღაცის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იამ არ იცოდა, თორემ უკეთ მოემზადებოდა. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც რაღაც არ უნდა გადადო. ჩვენც გვაწყობდა იმ გაგებით, რომ ტელევიზიით ჩვენების საშუალება გვექნებოდა. უბრალოდ, ტარიელს ''ნიჭიერის'' სცენა რომ არ გამოეყენებინა, შეიძლება, ერთი ან ორი კვირის შემდეგ ეთხოვა ხელი იასთვის. ვიფიქრეთ, თუკი უხერხულობა შეიქმნებოდა, მაგალითად, ია უარს იტყოდა, ეთერში არ ვაჩვენებდით.
- გიორგი, ''ნიჭიერს'' ხანდახან პლაგიატობაშიც ადანაშაულებენ, მაშინ, როდესაც სცენაზე გამოსული ზოგიერთი მონაწილის ნომერი ემთხვევა სხვა ქვეყნის ''ნიჭიერის'' გამომსვლელს.
- ამას ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენთან გამზადებული ნომრებით მოდიან და ვიღაცამ შეიძლება, სადღაც ნახა და ანალოგიური გადმოიტანა. მთავარია, სანახაობრივად კარგი იყოს. მასე უკრაინელებმა საოცრება გააკეთეს. ჩვენი ერთ-ერთი ფინალისტი დავით რობაქიძე ჩვენივე ნომრით წაიყვანეს და ზუსტად ის ფოკუსი გააკეთებინეს, რაც ჩვენთან ჰქონდა გაკეთებული. ჩვენც გვყავდა საბერძნეთის ''ნიჭიერის'' მონაწილე, მაგრამ სხვა ნომერი შეასრულა. ნახევარფინალში უკვე ვერევით, რას მოამზადებს კონკურსანტი, მაგრამ კასტინგებში ვერ ვერევით. ეგ რომ ავკრძალოთ, ხალხს გამოსვლის შეეშინდება. ჩემთვის მთავარია, მაყურებელს მოეწონოს და ამ ნომრებს ანალოგი აქვს თუ არა, არ მაინტერესებს.]

Rating

გიორგისთან საუბრის შემდეგ, გეგას აზრითაც დავინტერესდით.

- გეგა, ამბობენ, რომ ხატიამ სოციალურ ქსელში აგორებულ ტალღას ვერ გაუძლო და პროექტი დატოვა.
- რა სისულელეა, ხატიას ''ფეისბუქი'' არ აქვს და ვერ ნახავდა, მეორეც, რომ ენახა, მსგავსი რეაქცია არ ექნებოდა. კონცერტზე არაჩვეულებრივი კაბა ეცვა. მშვენიერი, ნიჭიერი, ლამაზი გოგოა. ხატია რომ რამდენიმე კონცერტზე არ იქნებოდა, ეგ ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, სანამ შესარჩევ ტურებს დავიწყებდით. ორი წლით ადრე აქვს დაგეგმილი კონცერტები. იმისთვისაც მადლობელი ვიყავით, ამდენ კონცერტზე რომ მოასწრო მოსვლა.
- გეგა, იმასაც ამბობენ, რომ ხატიას ჩაცმულობა ''რუსთავი 2''-მა ისევე დაგეგმა, როგორც იას გათხოვება.
- ან იას გათხოვება რატომ უნდა დაგვეგეგმა? არც იას პირად ცხოვრებაში ვერევით და არც ხატიას ჩაცმულობაში. ძალიან მაინტერესებს, სად ლაპარაკობენ ასე, უამრავი მეგობარი მყავს სოციალურ ქსელში და მსგავსი რამ არავის დაუწერია.
- თქვენ არც ''ფეისბუქის'' გვერდები გინახავთ, რომელიც ხატიას ჩაცმულობას მიუძღვნეს?
- რა გვერდებია ეს, რას ამბობენ, კარგად გამოიყურებოდა და ჩვენც გვინდა, რომ მივბაძოთო?
- ქალბატონების ნაწილი იმასაც წერდა, ჩვენც გვაქვს კარგი მკერდი, მაგრამ არ ''ვამარიაჟებთო''.
- ძალიან ცუდი მერე, რატომ არ ამარიაჟებენ? ეჭვს შევიტანდი... ვისაც კარგი აქვს, ის უფრო ცდილობს, რომ ყველას აჩვენოს. ეს ხომ არა მარტო ქალებს, კაცებსაც მოსწონთ, უფრო მეტად...
- ალბათ სწორედ იმიტომ შექმნეს მამაკაცებმა გვერდი, რომ ხატიასგან მაგიდის წინ მდგარი ბოთლები გასწიოთ.
- აი, ეგ სწორი დამოკიდებულებაა, სილამაზეს ბოთლი არ უნდა უშლიდეს ხელს (იცინის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნანა
აბა ეს გამოშტერებული ხალხი ვერ მიხვდებოდა,ხატია როგორი მაგარი პიანისტია, ცხოველურ ინსტიქტებს ვერ სცდებიან, ამიტომ მათი კომენტარები არცაა გასაკვირი.
11:54 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბუთნიშვილი არ მომწონს, მარტივი ადამიანია. მან ცოტა დაიგვიანა, მიშამ რომ ჯერ სხვა ლამაზი ქალები გააფორმა, ბუთლიაშვილისათვის არ ეცალა. როცა ძუძუმოჭმული, ოფიციანტი და სხვა ქალები მიხვდნენ რომ მისგან სახელის გატეხვისა გარდა ხეირი აღარ იყო შემოეცალდნენ. ჯერი ბუთლიაშვილების დადგა.ერთი მითხარით? სქელი ნარკომანი, ლაჩარი,ხურუშიანი და უთავმოყვარო კაცი როგორ უნდა მოგეწონოს თუ გამორჩენისათვის არ დასდევ? ეგ რა გენიოსია კარგად არის ცნობილი,ვინც მიშას ქვეშაგები იყო თავის ცოდვას დიდხანს ვერ დააღწევს. წარსულის გამოსყიდვა შეუძლებელია. ვაშა მიშას ბოზებო, მინისტრები ვერ გახდებით.
01:15 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ილობოდბელი
დღეს ის გარკვეული ჟურნალისტები,რომელსაც გონია ძაან მოდნი და თანამედროვედ მიაჩნია თავი საზოგადოებაში და "ბლატაობენ" არადა არიან 16-17 საუკუნის ახროვნების. რატომ ააგორეს ამ ულამაზეს ხატიაზე ამდენი სკანდალი? იმიტომ რომ მეტი საქმე არ აქვთ და რა ქნან. მეზიზღებით ასეთი ჟურნალისტები ჭიანჭველისგან რომ სპილოს ქმნით. გრცხვენოდეთ! სხვის საქმეში ნუ ყოფთ ამ თქვენს ამყრალებულ ცხვირებს! ხატიაზე სტატიების წერას დაანებეთ თავი!
20:57 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუ
ხატია არის ულამაზესი და უჭკვიანესი,თუ ბიუსჰალტერის გარეშე გამოვიდა მერე და რა მაგით.გეგამ მართალი თქვა ვისაც აქვს ის ამარიაჟებს კიდეც
17:39 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მანონი
იმ დასკვნამდე მივდივარ,ქართველი ქართველს რომ სტკენს გულს,არც ერთი ერის ადამიანი ასეთ გულისტკენას არ იკადრებს.რა გინდათ რას ერჩით ამ უნიჭიე რესს და ულამაზეს ადამიანს,რომელ შუბლის ძარღვზე ლაპარაკობთ,ზუსტად ხელოვანმა იცის სილამაზის ფასი ,თქვენ რომ სიშიშვლეს უწოდებთ.ვენაცვალე მაგას,დასკდით გულზე
16:44 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რასერჩით ამ გოგოს ყველამ მის თავს მიხედოს ხო შეიძლება?
15:27 / 22-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ტიპიური სომეხი მოკრივის სიფათი აქვს სომეხ ხატია ბუნიათოვას!
21:03 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ყველამ თავიც ტრრ მოუაროს ძაან მაგარი იყავი ხატია დიდი სიამოვნებით გიხილავდი და საერთოდ ლამაზი და ეშხიანი ქალი ხარ
20:46 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
აბააბა
ფარულავა თუ თხოვდება არ მალავს ბევრი ვინც მასზე ლაპარაკობს ვითომ ერთხელ თხოვდება და სულ ცოტა 5-10 კაცი ჰყავს ნანახი თუ გამოცვლილი ოღონდ ვითომ ჩუმად.
20:45 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დიახ
მკერდიც მისია და შუბლის ძარღვიც.....იყო ხელოვანი, არ ნიშნავს იმას, რომ გაშიშვლდე.
19:18 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS