02 ოქტომბერი, 2017
"ერთ-ერთ თამაშზე გამხდარა ცუდად, უთქვამს გული მაწუხებსო..." - რას ყვება "ზუგდიდის" გარდაცვლილ მეკარეზე მეგობარი
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა. 31 წლის მეკარე მატჩისწინა მოთელვაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მატჩი 1-ელ ოქტომბერს, 16:00 საათზე "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის უნდა გამართულიყო, თუმცა აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო არ შედგა.

AMBEBI.GE შოთა მამინაშვილის მეგობარს, ფეხბურთელ ლევან კუტალიას ესაუბრა:

- მე და შოთას წლების მეგობრობა გვაკავშირებს. მას ჩემი ძმისგან ვიცნობ, შემდეგ ერთად ვთამაშობდით ქობულეთის "შუქურაში" და დღედაღამე ერთად ვიყავით. არც ვიცი, როგორ იქნება ცხოვრება შოთას გარეშე, ძალიან მაგარი
ძმაკაცი, ადამიანი და მეკარე იყო, რასაც ყველა ადამიანი აღიარებს, ვისაც მასთან ჰქონდა შეხება. 


იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS