02 ოქტომბერი, 2017
"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს" - რატომ არ გამოაჩინა მეუღლე კლიპში სოფო ბედიამ
სოფო ბედიამ და დათო ძიძიგურმა ალექსანდრე ბასიალაიას უკვდავ სიმღერაზე "მერე" კლიპი გადაიღეს. კლიპის რეჟისორი ნატო დუმბაძეა, რომლისთვისაც ეს სარეჟისორო დებიუტია. მისი თანარეჟისორი და ოპერატორი ლევან აბულაძეა, ხოლო არანჟირება ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

სოფომ და დათომ ქართველი სელებრითები, კოლეგები, მეგობრები და ჟურნალისტები ერთად შეგვკრიბა და ჩაბნელებულ ახლად გახსნილ ბარში პირველი ბგერებიც გაისმა: "დღესვე უნდა გნახო, იცოდე…" კლიპის პრეზენტაციას რა თქმა უნდა ესწრებოდა სოფო ბედიას მეუღლე, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი მიშა მესხი, რომელთანაც ინტერვიუ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტმა ჩაწერა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, გამორიცხული არ არის, მიშაც გამოჩნდეს კლიპშიო. რა მოხდა, რეჟისორმა ხომ არ დაგიწუნა?
- (იღიმება) სოფომ იხუმრა, ალბათ. კლიპში უნდა ყოფილიყო ის ორი ადამიანი, რომლებიც ამ სიმღერას ასრულებენ. საერთოდ არ მიმაჩნია სწორად, რომ ამ კლიპში გამოვჩენლიყავი და, სავარაუდოდ, არც გამოვალ ჩემი მეუღლის არცერთ კლიპში...

თუ სოფო მთხოვს, ალბათ, დავთანხმდები. მაგრამ ვთვლი, რომ ამ კლიში გმირად მე არ უნდა გამოვჩენილიყავი.

არსებობენ ნიჭიერი მსახიობები, რომელთაც ჩემზე ბევრად კარგად შეუძლიათ, ამ ყველაფერს თავი გაართვან. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც იმას მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვა ბიჭს უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს.

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნატალი
"არ მივესალმები, რომ ჩემმა ცოლმა კლიპში სხვას უმღეროს, სასიყვარულო სცენები ითამაშოს". ვაა,,, ეს რა პრინციპული ბარანე ყოფოლა!!! სხვის კლიპში არ უნდა იმღეროსო, მაგრამ თუ სხვის საწოლშია ნაწოლი, მოჟნაო?? ამბობს მესხი ბიჭი.
16:59 / 11-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მიშა მესხი კი არა ღლე უნდა გერქვას შენ
ზრდილობა ისწავლე შვილო და ლაპარაკი ჯერ
08:55 / 09-10-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
კლიპში რომ მოხვდე შესაბამისი ჰაბიტუსი მაინც უნდა გქონდეს!ეხლა სასაცილო პასუხების გაცემა ძაან იოლია!როგორ არ ცხვენია ამ კრიმინალს(ვითომ პოლიტპატიმარს)ცოლი რა გზით მოიყვანა და საერთოდ რითიც გაიქაჩა ცხობრებაში?!ნამუსი იცის რა არის?!
19:08 / 08-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS