„რეიტინგი“ 18 წლის ბათუმელი ლამაზმანის, დედას, ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ სასიდედროს ნონა დიასამიძეს დაუკავშირდა:
- მეც მაინტერესებს რას ილაპარაკებს დღეს ლევანი „ნანუკას შოუში“, დიდი ინტერესით ველოდები. ნინიკოს და ლევანის დაშორებიდან 3 თვე გავიდა და მასზე ცუდის თქმა, რომ მდომოდა აქამდე ვიტყოდი. ძალიან ცუდი სტატია დაიწერა
- როგორ გადაიტანა ნინიკო, ლევანთან დაშორება? გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისთვის ეს დიდი სტრესი იყო...
- ნინიკო ძლიერი სულის ადამიანია, ასე რომ დაშორების შემდეგ მის მდგომარეობას სტრესულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მას ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ ახლა აქტიურად ემზადება, „ტოეფელის“ პროგრამას აგრძელებს, სამ დღეში ისწავლა მართვის მოწმობის ბილეთები და წარმატებულად ჩააბარა გამოცდები. ის ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება და იანვრიდან სწავლასაც გააგრძელებს.
- ლევან ჯიბღაშვილმა თქვენი ქალიშვილი გააცნო დედამისს, თავად თუ იცნობდით მომავალ სასიძოს?
- ეს ლევანს ჰკითხეთ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორების შემდეგ ნინიკო თურქეტში გაემგზავრა, ერთი ვერსიით მან ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მეორე ვერსიაც არსებობდა... რა მიზნით იმყოფებოდა თქვენი ქალიშვილი თურქეთში?
- ეს მისი პირადი, რა ოპერაცია გაიკეთა ამაზე პრესასთან მე ნამდვილად არ ვისაუბრებ. ნინიკოს არჩევანში მე არასდროს არ ვერევი.
- გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ნინიკო სცემა, მართალია?
- თავს ვიკავებ ამ თემაზე კომენტარისგან.