27 სექტემბერი, 2017
პაატა ხაჩიძემ ცოლთან დაშორება რთულად გადაიტანა
"ქუჩის ბიჭების" წევრი, პაატა ხაჩიძე რამდენიმე თვის წინ, ცოლს დაშორდა. პაატა ლილე გულორდავასთან დაშორებაზე, აქამდე არ საუბრობდა, თუმცა დუმილი ჟურნალ "სარკესთან" დაარღვია.

პაატას და ლილე გულორდავას სამი შვილი ჰყავთ, დაშორების მიზეზებზე მუსიკოსი არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რთული პერიოდის გადატანაში შვილების სიყვარული დაეხმარა.

"მე და ლილეს დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია. არც შვილებთან ურთიერთობის პრობლემა მქონია. პირიქით, ყოველთვის ვცდილობთ მათთან დიდი დრო გავატაროთ. მეუღლესთან დაშორება ჩემთვის რთული იყო, მაგრამ ამ პერიოდმა გადაიარა.

ეს ყველაფერი პირველ რიგში,
შვილების სიყვარულით, საქმით და მეგობრების დახმარებით შევძელი
.

ახლა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ. რაც შეეხება ახალ სიყვარულს, ვერ ვხედავ ადამიანს, რომელსაც ჩემს გულს გავუყოფ ან ისე მომეწონება, რაიმე ნაბიჯების გადადგმაზე ვიფიქრებ"-აცხადებს მომღერალი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS