26 სექტემბერი, 2017
"მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომაში ჩავარდა. მისი დისშვილის განცხადებით, ის ალადაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს მას შემდეგ, რაც ინსულტი მიიღო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბერი, რომელიც რამდენიმე თვის წინ პენსიაზე გავიდა, გუშინ კლინიკიდან გაწერეს. ანთიმოზ ბიჩინაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- მეგობარი დამეღუპა, ძალიან განვიცადე, 3-4 დღე საერთოდ არ მეძინა და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ავლაბრიდან მოვდიოდი მანქანით და უცებ გავითიშე საჭესთან, სასწრაფოდ გადამიყვანა
ჩემმა მეგობარმა კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში ვიყავი, თავიდან იქაც ეგონათ ინსულტი მივიღე, მაგრამ რეანიმაციაში როცა მომათავსეს, გაირკვა რომ სტრესის, ნერვიულობის და გადაღლილობის ფონზე, ორგანიზმში რაღაც ირღვევა და შესაძლოა მოხდეს შაქრის დონის უეცარი დაწევა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ღმერთმა დამიფარა, მართლა ინსულტი რომ არ მივიღე.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS