დაახლოებით ორი წლის წინ, თბილისში ბერას და თაკო ნაცვლიშვილის "ლავ სთორის" შესახებ ალაპარაკდნენ. თუმცა ივანიშვილის ვაჟმა "პალიტრა ტვ"-თან ჭორები უარყო და განაცხადა, თაკოს მიმართ
ქუთაისელი მოდელის, ანა ახვლედიანის იტალიურმა წარმატებამ, რამდენიმე წლის წინ, მთელი საქართველო აალაპარაკა, თუმცა ანა მოულოდნელად საქართველოში დაბრუნდა და აგრზელებს თუ არა მოდელის კარიერას, ესეც აღარ არის ცნობილი. გასულ ზაფხულს ხმები, მისი და ბერას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ანა და ბერა ჯაზ-ფესტივალზე მესი გრეის კონცერტზე შენიშნეს ერთად და ჭორებიც სწორედ აქედან გავრცელდა.
ელენე კოპალეიშვილს სამოდელო სფეროში კარგად იცნობენ, უმშვენიერესი მოდელი ახლა კარიერას საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში აგრძელებს. რამდენიმე წლის წინ, თბილისში ხმა გავრცელდა, რომ ის ბერა ივანიშვილზე ქორწინდებოდა. ამბობდნენ, სარძლო ბერას მშობლებსაც მოსწონთო, თუმცა ამ საკითხზე კომენტარი არც ბერას გაუკეთებია და არც ელენეს. როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა ვერ შედგა, რადგან აშკარაა მათი გზები გაიყო.
გასულ ზაფხულს შეუმჩენევლი არავის დარჩენია, ქერა თმიანი მოდელი, ევა მინაევა, რომელიც ბათუმში ყველგან ბერა ივანიშვილთან ერთად დადიოდა. მოდელი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და როგორც ჩანს, წარმატებული კარიერაც აქვს. ევამ ბერას კლიპშიც მიიღო მონაწილეობა, ვიდეოს 13 მილიონი ნახვა აქვს.