მისი სამიზნე ქართველი ქალი გახდა, რომელსაც ფურცელაძემ „გაბლატავებული“ უწოდა.
ეტყობა დიდ რუსეთში ცხოვრებამ ფურცელაძეს რუსის ქალები განსაკუთრებულად შეაყვარა.
რა ჯობია თავისუფალი აზროვნების ქალთან ცხოვრებას, როცა თავადაც თავისუფლების მოყვარული ხარ. მთელი დღე მუშაობ, სუსტი სქესის თაყვანისმცემლებს ხვდები, სახლში კი თბილი კერა და სიამის კატასავით მოსიყვარულე ქალი გხვდება?
მაგრამ აშკარაა, რომ ფურცელაძეს არც საქართველოში შეხვდა ფისოსავით მოსიყვარულე და გამგები ქალი და არც დიდ რუსეთში.
მის
აჩის პირველი მეუღლე ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე იყო, შემდეგ რუს ქალბატონებზე ლენაზე და გაიაზე იქორწინა, თუმცა სამივე ოჯახი დაენგრა.
მაშ ასე, გაეცანით აჩი ფურცელაძის სიბრძნეებს.
1. სად ვართ მაგრები, მარტო საქართველოში? და რომ ვერ ვართ საქართველოში მაგრები ეს ქართველები? დამიჯერეთ, რომ სინამდვილეში ძალიან ცუდი ტიპები ვართ. ქართველები საზღვრებს გარეთ საშინელება ვართ. (აჩი ფურცელაძე რუსეთში მუშაობაზე)
2. ჩემში რომ შევიდე და დავიკარგო და მელოდოს მეორე ნახევარი, ასე არ ვარ.
3. იცი, რას ვერ ვიგებ ქალებში? შენ ხომ მაგარი ქალი ხარ და გაგკერე? როგორ შეიძლება, ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ სხვას ვერ გავკერავ.
4. კაცმა ქალთან არ უნდა იჭიდაოს და ქალმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ოღონდ მუშტის დარტყმით კი არა, თავისთავად უნდა ხვდებოდეს. ქალმა მეტი უნდა დათმოს. ქალი უფრო მეტად ამტანია ტკივილის და სიხარულის, ვიდრე კაცი.
5. რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა. ქართველი ქალები "გაბლატავებულები არიან, "დაამუღამეს" გენდერული თანასწორობა და გითანაბრდებიან.