21 სექტემბერი, 2017
"გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს..." - რუსკა მაყაშვილის დედა გვარამიას პასუხობს
„ნიჭიერის“ გარშემო სკანდალები გრძელდება. გუშინ ნიკა გვარამიამ რუსკა მაყაშვილს და „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადასულ თანამშრომლებს ფულზე გაყიდულები უწოდა.

რუსკა მაყაშვილი პროექტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოეხმაურა და დამატებითი კომენტარის გაკეთებას ამ საკითხზე აღარ აპირებს.

მოგვიანებით მას ნიკა გვარამიამ შემდეგნაირად უპასუხა: "ფულზე გაყიდულების მოგონილ ტყუილებს ვპასუხობ: არ ვაკეთებთ კი არა, ნიჭიერზე და იქსფაქტორზე ბევრად უკეთესს ვაკეთებთ და არა მარტო "ამომავალ ვარსკვლავს". მარტო პოლიტიკა უნდა დარჩეს და დავხურეთ ყველა შოუ არა იხვი. ეგრეა,
რო მოგისყიდიან და დისკომფორტი რომ გაქვს სადღაც შიგნით, მერე ასეთ ბოდვა ტყუილებს თხზავ ხოლმე და სხვებსაც ამასვე აბოდიალებ".

„რეიტინგი“ რუსკა მაყაშვილის დედას, თამრიკო მაყაშვილს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თამრიკო, როგორ შეაფასებთ ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან რუსკას ფულზე გაიყიდული და მატყუარა უწოდა...

- თქვენგან გავეცანი ახლა გვარამიას სტატუსს. არ მგონია რუსკაზე წერდეს, ალბათ უფრო იმ ხალხზე წერს ვინც გადავიდა „იმედზე“. სადაც 150 კაცს ხელფასის გარეშე აპახავებენ, მე იქ ვერ ჩავერევი.

მეც ვიყავი „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი და ხელფასს მიხდიდა პროდაქშენი. სტაფს რაც უთხრეს ის დაწერეს, დღეს ისეთი დრო მოვიდა ჩემო კარგო, 100 ლარით მეტს სადაც გადაგიხდიან იქ უნდა გადახვიდე.

არტისტები ვართ და არანაირ პოლიტიკაში არ ვერევით. ხელფასის გარეშე მუშაობდა ოთხი თვის ორსული რუსკა და მთელი სტაფი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. სადაც იყო ხელფასი იქ გადავიდნენ.

გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია თითქოს რუსკას 15 000 ლარს უხდის ხელფასს, გამოაქვეყნოს აბა სამი წლის მანძილზე რა თანხას უხდიდა? სულ რაღაც 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
lasha
გვარამიამ ბევრი ადამიანი წამოაყენა ფეხზე და დაეხმარა მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. არაუშავს ღმერთი სიკეთეს არავის უკარგავს. თურმე 1400 ლარი ცოტაა გართობაში. გაჭირვებული ხალხი 400 ლარზეე წვალობენ გამეებს ათენებენ. მე არც გვარამიას ვამართლებ და არც არავის უბრალოდ სიმართლე ესაა. დავიგალეთ უკვე ადამიანებიიი ხომ შეიძლება მიხვდეთ ამას მსახიობები იქნებით თუ პოლიტიკოსები აზრი არ აქვს ჩემთვის. მე ამ წუთას ემიგრანტი ვარ საწუწუნოც არაფერი მაქვს მაგრამ ჩემი ქვეყანა მენატრება ჩემი ქართველები. ქართველს ვისაც არ უნდა შეეკითხო როდის მიდიხარ საქართველოში პასუხს ვერ გაგცემს იმიტომ რომ მად ისევ მშიერი და ვალებში უნდა ამოხთეს სულიი. გამოდის ჩვენი მთავრობა და ტოლვილებიი არ გვყავსოო. უკაცრავად მაგრამ მითხარით ვინმემ ბანკმა რომ კაცსს სახლი წაართვა ტოლვილობაზე მეტი არაა?? როგორ მინდა დავჯდე და ვილაპარაკო თუ რას ვფიქრობ თითოეულზეე რომ გონიათ რომ ცნობილები არიან და ყველაზე მეტად უყვართ საქართველოო. საქართველოს სიყვარული ისაა როდესაც ქართველი კაცი გიყვარსს თორემ საქართველოს მიწა წყალი პუტინსაც კი მოწონს. ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ არ ჩავართვევინებდი არავის ტელევიზორსს პასპორტებსაც გადავაყრევინებდი და არჩევნებზეც არავინ წავიდოდაა. შევიყვაროთ ერთმანეთი და მოვეშვად ამ ჩხუბს და რტყმევას. ბოდიში რომ ამდენი ვწერეე მაგრამ გულზე მომეხსნა
10:35 / 25-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეგ თქვენ მიეჩვიეთ მათხოვრულ ხელფას და გგონიათ 1400 ლარი დიდია?? რა დღეში ხართ ნეტა იცოდეთ...მეცოდები საქართველო
14:36 / 23-09-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფო
და როგორი ადვილი დასაჯერებელია არა,გვარამია რომ იღებდა ხელფასს და თანამშრომლებს არ აძლევდა.....რაც შეეხება მაყაშვილების ოჯახს, სწორედ გვარამიამ დაასაქმა ნაფტალინი თამარი,ხალხის დაუნახავობას საზღვარი არ აქვს!!!!!ეს არის ერის მონაპოვარი,ყველაფერი იყიდებააააააააააააა
15:51 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ლია
სულ რაღაც 1400 ლარი ჰქონდა მომეწონა!!!
13:25 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ანა
სულ რაღაცააა 1400 ლარი? ღადაობთ ხალხო? ვახ გადავირიეე, სულ რაღაც :)))))))))))))))
11:27 / 22-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS