- ბოლო დღეებში რამდენიმე ქორწილშიც იყავი, მათ შორის, მაკა ასათიანის შვილის ულამაზეს ქორწილში...
- ნანიკო კლდიაშვილისა და კახი ჟორდანიას ქორწილი ულამაზესი იყო. თავი ზღაპარში გეგონებოდათ. კახი ძალიან სიმპათიური და კარგი ბიჭია, მაკა ასათიანის რძალი რომ ხდები, ხომ
- მაკა ასათიანი დედამთილი - ცოტა რთული წარმოსადგენია...
- ეს არ იყო დიდების ქორწილი. მარტო ახალგაზრდები ვიყავით. ისინიც კი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ქორწილს არ ესწრებოდნენ. უფროსები და მათ შორის, მაკა მხოლოდ ჯვრისწერას დაესწრნენ.
მაკა, რათქმაუნდა, ბრწყინავდა, როგორც ყოველთვის. თავის შინაგან და გარეგნულ სილამაზეს ყველგან აფრქვევდა. ერთ ადამიანში ამდენი სიყვარული იყოს თავმოყრილი, ძალიან დიდი იშვიათობაა. რძალიც ზუსტად ისეთივე შეხვდა, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
მართალია ბრწყინავდა მეფე-პატარძალი, გარშემოც ყველაფერი ისე ლამაზი იყო, თავის არაჩვეულებრივი პროგრამით. ნანიკოს ჯაბა დიასამიძის არაჩვეულებრივი კაბა ეცვა. ქორწილის შემდეგ შემხვდნენ მაკა და ნანიკოს დედა ერთად, იმასაც მაკა ჰქვია. შენ გაიხარე, შენს “ინსტაგრამის” გვერდზე “ვიჯექით” და ქორწილის ფოტოებს ვნახულობდითო (იცინის).
- ამდენი ცნობილი სახე იყო, ალბათ, კონცერტივით ქორწილი გამოვიდა…
- სხვათაშორის, არა. დათო გომართელი მღეროდა და დიჯეი უკრავდა უფრო პოპურ სიმღერებს. “სუხიშვილებმა” იცეკვეს და “შვიდკაცამ” იმღერა. შიგნით დარბაზში, უკვე კლუბური სიტუაცია იყო, ბოლომდე ახალგაზრდული. ძალიან ბევრი ხალხი არ იყო, მაქსიმუმ 250 კაცი ვიყავით.ძალიან კულტურული და ულამაზესი გარემოთი. სადაც კი ვყოფილვარ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქორწილი იყო. არ დავმჯდარვარ, ისე გავერთე და რეპორტაჟების კეთებაც მოვასწარი (იცინის). მანამდე კიდევ ჩემიმეგობრების ქორწილში ვიყავი. სხვათაშორის, იმ დღეს მეორე ქორწილშიც უნდა წავსულიყავი, მაგრამ იქ ჩემს გვერდით აჩიკო სოლოღაშვილი იყო და იმდენი მაცინა, მეორეში აღარ წავედი (იცინის).
ქეთიკაპანაძე
ჟურნალი "თბილისელები"