18 დეკემბერი, 2013
თიკა ჯამბურიას გათხოვების ყოფილ ქმარს არ სჯერა
ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მათ შესარიგებლად ყველაფერს გავაკეთებ. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ჩემი უფროსი რძლის მიმართ გასულ კვირას შოუბიზნესის კულუარებში ყველაზე აქტუალურ თემად თიკა ჯამბურიას დანიშვნის ამბავი იქცა. მომღერლის ბედნიერება ყველას უნდა გახარებოდა, მაგრამ მოვლენები იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ მგონი, აჯობებს ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ.

ერთ დღეს თიკა ჯამბურიას ყოფილმა მეუღლე ბექა ხოფერიამ სოციალურ ქსელში სტატუსი განაახლა და საზოგადოებას თავისი ახალი შეყვარებულის შესახებ აცნობა. ქერა გოგონა ვინმე ლიკა-ლიკუნა გახლდათ. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი, გარდა იმისა,
რომ ბექასთან ერთად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში საკუთარი გვარი არ უწერია.

მას შემდეგ, რაც წყვილის ურთიერთობის შესახებ როგორც ''რეიტინგის'', ასევე სხვა საიტების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, მეორე დღეს თიკა ჯამბურიამ საზოგადოებას, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით, მის ცხოვრებაში არსებული სიახლის შესახებ ამცნო.

''ბედნიერი ვარ'', - წერდა თიკა, მიზეზი კი მის მიერ გამოქვეყნებული სურათი გახლდათ, სადაც თიკას მარჯვენა ხელის არათითს ბეჭედი ამშვენებდა.

სურათის გამოქვეყნების შემდეგ მომღერალმა უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა მისი მეგობრების დიდ ნაწილს არ სჯეროდა თიკას დანიშვნის ამბავი და საქმროს ფოტოს გამოქვეყნებას სთხოვდნენ.

ნიშნობის გაცხადებიდან რამდენიმე წუთში თიკა ჯამბურიას ჩვენი ჟურნალისტი ესაუბრა და მომღერალმა ეს ფაქტი პირადადაც დაგვიდასტურა:

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თავად არ სურს, მისი ვინაობა გავამჟღავნო. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, ჩემი ბედნიერება ყველას გაუხარდება. ეს ძალიან სპონტანურად მოხდა. მეც გაოგნებული ვარ და არ ველოდი. შეყვარებული ვარ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ მითქვამს. მართლა ძალიან რომანტიკული ადამიანია. მის ვინაობას მაშინ გაიგებთ, როცა ოფიციალურად გავთხოვდები.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენი ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია, ვინმე ლიკა-ლიკუნაზეა შეყვარებული.
- არ მინდა ჩემს ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკი, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ.
- შენს რჩეულს რა პროფესია აქვს, ის მაინც გაგვიმხილე.
- ბიზნესმენია. ამჯერად თბილისშია, მაგრამ საქართველოში არ მოღვაწეობს. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. გაოცებული ვარ იმით, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემომთავაზა ცოლობა და სამომავლო გეგმებზე ჯერ არ გვილაპარაკია.
ფოტოს, სადაც თიკას ნიშნობის ბეჭედი უკეთია, საზოგადოების მხრიდან უცნაური კომენტარები მოჰყვა. მათმა ნაწილმა მომღერალს ბეჭდის თვლის ზომა და ოქროს სისქე დაუწუნა.

''ჟურნალისტებს გთხოვთ, ცოტა ხანს არ დამირეკოთ და არც მომწეროთ. ეს ხალხი გამაგიჟებს, იმის მაგივრად, რომ ბედნიერება მისურვონ, ბეჭდისა და თვლის ზომაზე სახალხო ისტერიკა გამართეს'', - დაწერა მოგვიანებით თიკა ჯამბურიამ.
მომღერლის მორიგ სტატუსს მეგობრების მხრიდან მილოცვების ახალი ტალღა და ჟურნალისტების კრიტიკა მოჰყვა.

''მე სამი ბეჭედი მოგიტანე ნიშნობაზე... ბრილიანტებით'', - გამოეხმაურა თიკას ყოფილი დედამთილი ხათუნა ხოფერია.

ცნობილია, რომ დაშორების მიუხედავად, თიკასა და ქალბატონ ხათუნას ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.
''ხუთს მოგიტან, სამი ცუდად გაქვს დაცდილიო. იმდენი ილაპარაკეს ბეჭდის ზომაზე, რომ ხვალ ოქროს ქამარს მივიღებ დიდი ბრილიანტებით, ეჭვი მაქვს'', - უპასუხა თიკამ.
ყოფილი რძალ-დედამთილის გაბაასებას სოციალურ ქსელში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ყოფილი დედა 

მთილის მხრიდან გაკეთებულ კომენტარს ბეჭდების რაოდენობაზე ხალხის დიდი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა.

Rating

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ თემაზე ქალბატონ ხათუნა ხოფერიასთან გვესაუბრა.

- სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თიკას დანიშვნის შემდგომ გაკეთებულ თქვენს კომენტარებს. პირველ რიგში, გკითხავთ, გჯერათ, რომ თიკა ნამდვილად დაინიშნა?
- ყოველდღე დავდივარ თიკასთან სახლში. მე და დედამისი ვმეგობრობთ. გარდა ამისა, ნინას, ჩემს შვილიშვილს ვნახულობ, თუმცა ამ თემაზე არ გვილაპარაკია. ნიშნობაზე არ დამისვამს კითხვა. უბრალოდ, თიკას ვეხუმრე ბეჭდების თემაზე. მინდა გითხრათ, რომ თუ თიკა და ბექა არ შერიგდებიან, არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს რძალს იმაზე ნაკლები გაუკეთოს, ვიდრე მე გავუკეთე. თიკას ყოველთვის ვეუბნები, რომ ყოფილი რძლები არ არსებობენ.
- როგორც ვიცი, ბექაც შეყვარებულია...
- არ ვიცი, ეგ თემა არ მაინტერესებს. ბექას მაგაზე არ ველაპარაკები, მას თავისი საქმეები აქვს.
- როგორც ვხვდები, დღემდე გინდათ, რომ თიკა და ბექა შერიგდნენ.
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მათ შესარიგებლად ყველაფერს გავაკეთებ. ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ჩემი უფროსი რძლის მიმართ. რძლებიც ჩემი შვილები არიან და არ ვასხვავებ მათგან.
- თქვენი ბეჭდებზე გაკეთებული კომენტარი თიკას არ სწყენია?
- არა, თიკას ძალიან ბევრი საქმე აქვს. რთული გრაფიკი აქვს. საახალწლო სიმღერებს წერს. გადავწყვიტე, თიკას და ბექას პირადული შეკითხვები არ დავუსვა.
- თიკაზე ყოველთვის სითბოთი საუბრობთ. იგივე დამოკიდებულება აქვთ მის მშობლებს ბექას მიმართ?
- ვიცი, რომ ბექა ძალიან უყვართ. მათ თვალწინ გაიზარდა. ბოლო დროს ბექას თუ რამე უსიამოვნება შეემთხვა, თიკას მშობლები ჩემ გვერდით იყვნენ, ერთი წუთითაც არ მივუტოვებივართ. თუმცა ბექაზე ნაწყენები არიან და ბექამ ეს დაიმსახურა.

Rating

ქალბატონ ხათუნასთან საუბრის შემდეგ ბექა ხოფერიას დავურეკეთ. ბექა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქველმოქმედებით არის დაკავებული. ის ''სტუდენტთა გაერთიანება სამართლიანი საქართველოსთვის'' ერთ-ერთი წარმომადგენელია. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ჯერჯერობით არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია. დავდივართ, აქციებს ვატარებთ და ხალხს ვთხოვთ, რომ მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დაეხმარონ. პურს, საკვებს, ტანსაცმელს ვაგროვებთ და შემდეგ გაჭირვებულებს ვურიგებთ.
- თქვენი ორგანიზაცია ''ქართულ ოცნებასთან'' თუ არის დაკავშირებული?
- არა, პირველი არჩევნების შემდეგ ''ქართული ოცნებიდან'' წამოვედი. ჩემი დაჭერა ამასთან არაფერ შუაში არ ყოფილა. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ იქ არ უნდა ვყოფილიყავი და წამოვედი.
- მთელი კვირის განმავლობაში შენ და თიკა ყურადღების ცენტრში იყავით... ჯერ შენი ახალი შეყვარებულის ფოტო გამოქვეყნდა, შემდეგ თიკას ნიშნობის ამბავი გაცხადდა...
- (იცინის) რაც შეეხება თიკას, არ ვიცი, რა ხდება, არ ჩავძიებივარ. მე შეყვარებული ვარ და სხვა კომენტარისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
- შენ და თიკას საერთო შვილი გყავთ, არ დაინტერესებულხარ, ვინ შეიძლება იყოს თიკას რჩეული მამაკაცი, შესაძლოა, მათ ერთად ცხოვრება მოუხდეთ.
- ნამდვილად არ დავინტერესებულვარ...
- იქნებ, არ გჯერა ამ ნიშნობის რეალურობის?
- უფრო არ მჯერა (იცინის).
- არსებობს ვერსია, რომ ეს იყო თიკას საპასუხო რეაქცია შენს გამოქვეყნებულ ფოტოზე...
- ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ნიშნობა ტყუილი იყოს.
- გადაცემა ''პროფილში'' თიკას ერთ-ერთმა მკითხავმა უთხრა, რომ თქვენ ისევ შერიგდებოდით. მოგვიანებით, თიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მართლა სთხოვე შერიგება.
- ეს ამბავი დაახლოებით ექვსი თვის წინ მოხდა. იყო ასეთი შემთხვევა. თიკას ჩემი ინიციატივით ვთხოვე შერიგება, მაგრამ რატომღაც არ მოხერხდა.
- ისე, მკითხავების თუ გჯერა?
- (იცინის) არაა...

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაკო
მართლაც საყვარელი წყვილია და გული მტკივა რომ ცალკ_ცალკე ცხოვრობენ....შერიგდით რაა....
17:31 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
მორიგი უაზრობა,სამი კი არა სამოცდასამი ბეჭედი არ უშველის ამ საქმეს-ტბილსური"პაკაზუხობა".
16:18 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.
ჯიბრი დაღუპავს ყველას. ცოტა მეტი მოითმინეთ, ოჯახი ვისაც გინდათ.
11:35 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ზუსტად ვიცოდი, რომ ხათუნა ბეჭდებზე მაგას არ იტყოდა.
17:42 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
..
შერიგდით რაა !
17:42 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ბედნიერება უნდა შეირგოვო, ჰოდა არ იყო საჭირო ყველა გადაცემაში ბექა და თიკა რომ იყვნენ. ძალიან გამიხარდება მათი შერიგების ამბავს თუ გავიგებ! დიდ ბედნიერებას ვუსურვებ ორივეს! :)
17:15 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა კარგი,შეგნებული და ცივილიზებული დედამთილი ყოლია,ზოგი ქაჯ რაც მისცა იმასაც წაართმევდა
12:36 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
შერიგდით შერიგდით ასე სჯობია კარგი წყვილი ხართ
11:06 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS