19 სექტემბერი, 2017
ცნობილი ადამიანების სახალისო სელფები
ძველად სურათის გადაღება ერთი დიდი ცერემონია იყო, ჩვენს დროში კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ფოტოები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ოცდამეერთე საუკუნეში ყველას აქვს იმის შესაძლებლობა მის ცხოვრებაში მომხდარი ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენა დააფიქსიროს და წლების შემდეგ დატკბეს კადრებად ასახული მოგონებების ცქერით.

ბოლო დროს საზოგადოებაში "მხიარული სურათების" ტენდენცია დამკვიდრდა, რასაც, ვინ იცის როგორ აღვიქვამთ წლების შემდეგ, თუმცა როგორც არ უნდა იყოს წლების მერე, მთავარია რომ ახლა სასაცილო სელფების გადაღების პროცესიც და შედეგიც სასიამოვნო და ღიმილის მომგვრელია.

გთავაზობთ "მხიარული"
ვარსკვლავების სახალისო ფოტოებს:

ნანკა კალატოზიშვილი - დახვეწილი და ელეგანტური მსახიობი ფოტოზე უჩვეულოდ, უცნაურად და სასაცილოდ გამოიყურება. ნანკასნაირი აღნაგობისა და იმიჯის მქონე ადამიანის მსგავს ფორმაში ამოცნობა შეიძლება ითქვას, რთულიც კი არის. მსახიობმა საკუთარი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეგობრების სიცილსა და ხუმრობებს იუმორით შეხვდა.

Rating

ქეთა თოფურია - ეს ის მომენტია, როცა "დაჯღანულიც" კი ლამაზად გამოიყურები. მომღერალი ფოტოზე აბსოლუტურად უმაკიაჟოდაა და ნახევარ სახეზე ხელი აქვს აფარებული, მაგრამ მისი შარმი მაინც შესამჩნევია.
Rating
მარიტა როხვაძე - მეგობრებთან ერთად ნებისმიერი ასაკის ადამიანი ბავშვურად და ლაღად გრძნობს თავს. მომღერლისა და მისი მეგობრის სელფი ერთი შეხედვით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მოულოდნელადაა გადაღებული, მაგრამ ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ორივე სასაცილოდ "იჯღანება" და კამერას უყურებს. ხანდახან, მეგობართან ერთად გადაღებული უხარისხო, ულამაზო და უშნო ფოტო უფრო ძვირფასია, ვიდრე უმაღლესი ხარისხის ლამაზი სურათი.
Rating

თაკო გაჩეჩილაძე - ფოტო ზუსტად ასახავს ემოციას. მომღერალმა ეს სელფი წლევანდელი საზაფხულო ვოიაჟის დროს გადაიღო ათენში, როცა ჰაერის ტემპერატურა ორმოცი გრადუსი იყო. თაკომ ფოტო "ფეისბუქის" გვერდზე ატვირთა წარწერით: "ძააან ცხელა ათენშიიიი ".
Rating

ეკატერინე დემეტრაძე - იმის მიუხედავად, რომ ის თეატრში დიდხანს აქტიურად მოღვაწეობდა, ფართო მასებმა ცოტა ხნის წინ ჩემი ცოლის დაქალებიდან "ნატაშკას" როლით გაიცნეს. მსახიობს "ფეისბუქზე" პროფილის სურათად საკმაოდ დიდ ხანს ჰქონდა ეს ფოტო. მკვეთრი გარდატეხაა - გრძელ თმიანი, ნაზი და ქალური ნატაშკა ულვაშებითა და მამაკაცური გამომეტყველებით მოგვევლინა. ეკატერინე დემეტრაძემ ეს ფოტო ქალებისა და გოგოებისადმი ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოაქვეყნა, ამიტომ ბევრმა სასაცილოდ არ აღიქვა, თუმცა შეუძლებელია ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც ფოტომ ღიმილი არ მოჰგვაროს.
Rating

მერიემ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
...
უცნობილესები და თანაც პირველ-მეორეობაშიც წესრიგია დაცული...ბადურა, მაინც პირველი ცნობილიკოა
23:29 / 29-05-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS