ინფორმაციის გადასამოწმებლად, Ambebi.ge პაატა გულიაშვილს დაუკავშირდა:
- ეს ფოტო 8 თუ 9 თვის წინ არის გადაღებული. მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინამ თელავის თეატრს გადასცა საჩუქარი და დაგვეხმარა. ჩემი მადლიერება გამოვხატე სახალხოდ, ეს იყო და ეს.
ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ, დამირეკა დილის გადაცემის პროდუსერმა და მითხრა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,
მე მაქვს ჩემი მოსაზრება და ვთვლი, რომ ეს ფოტო არ მაპატია ნიკა გვარამიამ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ უნდა დაიბარო თანამშრომელი და აუხსნა, რა არის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი.
არავისთან არ ვაპირებ ქულების დაწერას, მე ვმუშაობ იუმორისტულ ჟანრში, არანაირი პოლიტიკა არ მაინტერესებს... მგონი იმდენი მაქვს გაკეთებული ჩემი საქმით, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა არ დამჭირდეს. არავისთან არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, კომენტარების დაწერისგან თავი შეიკაონ.
განაგრძეთ კითხვა: