18 სექტემბერი, 2017
ქართული პოლიტიკის ახალი ვარსკვლავბიჭუნები
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკაში ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც პარტიებმა ამომრჩევლებს უკვე წარუდგინეს.

ქართული პოლიტიკის ახალი ვარსკვლავ-ბიჭუნა ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდრე სმიტია, რომელმაც საბურთალოს მაჟორიტარობა გადაწყვიტა და საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. იგი მეხუთე წელია საქართველოს და დიდი ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეა, რაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. სმიტი თბილისს პირველად მაშინ ეწვია, როცა ბაქოდან სამშობლოში საქართველოს გავლით ბრუნდებოდა.

აქ მხოლოდ 3 დღის გატარებას აპირებდა, თუმცა ქვეყანა მოეწონა და დარჩენაც გადაწყვიტა. მალე მუშაობა რადიო GIPA-ში დაიწყო და სამოქალაქო
აქტივობებშიც ჩაერთო. მონაწილეობდა არაერთ საპროტესტო აქციაში, აქტიურობით გამოირჩეოდა "პანორამა თბილისის" გამო მოწყობილ აქციაში.

პოლიტიკაში ახალი სახეა 26 წლის ვატო შაქარიშვილი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ " საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ვატო შაქარიშვილი არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, იგი გასულ თვემდე ტელეკომპანია"იმედის" საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პარტია ევროპული საქართველოს " ახალი სახე გახდა ჟურნალ "ტაბულას" ჟურნალისტი და წამყვანი ირაკლი კიკნაველიძე. ის პარტიის სპიკერი და კომუნიკაციების დირექტორია, ასევე სოციალური მედიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. კიკნაველიძემ წარდგენისას, განაცხადა, რომ პოლიტიკაში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ხალხი უნდა მოვიდეს. ირაკლი კიკნაველიძე, რომელიც 1993 წელსაა დაბადებული

ბესიკ დოდიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეა. ის 1986 წელს დაიბადა და პროფესიით ფინანსისტია. დოდიაშვილი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას და კენჭს ნაძალადევში იყრის. ბესიკ დოდიაშვილი წლების განმავლობაში რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გია
კარგია! რაც უფრო მეტი ახალგაზრდები და ახალი სახეები მოვლენ ქართულ ე.წ.პოლიტიკაში მით უკეთესი,რადგან დღევანდელი კარიკატურული პოლიტიკოსების მაძღარი და გაბოროტებული ფიზიონომიების ცქერა უბრალოდ გულისამრევი გახდა!
13:00 / 21-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS