15 სექტემბერი, 2017
"ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა"
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ამ ბათუმელ ბიჭს ზღვასავით ღრმა და მზიან ცასავით ცისფერი თვალები აქვს... ზოგჯერ ისეთი მძიმე მზერით ამოგხედავს, გგონია, დიდი კაცი გიყურებსო...

მამის სახელი ჰქვია…

მამის, რომელიც არასდროს უნახავს... ის პოლიციელი იყო და შვილის დაბადებამდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

დღეს ზუკას ცხოვრებაში უმნივნელოვანესი ეტაპი დაიწყო - ის სკოლაში პირველად წავიდა. სამწუხაროდ, მის გვერდზე არ იყო მამა, მაგრამ არ იყო მარტო - მასთან ერთად იყო მისი
ოჯახი, პოლიცია. ზუკა სკოლაში პირველად გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა.

ისინი ერთმანეთით ძალიან ამაყნი იყვნენ, ყველაზე მეტად კი იმით, რომ... პოლიციელი გმირია! ზუკამ იცის, რომ მისი მამა გმირია ".
7 წლის ზუკა ზოიძე სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურა ზოიძის ვაჟია. ზუკას მამა ბავშვის დაბადებამდე გარდაიცვალა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS