15 სექტემბერი, 2017
ცნობილების პირველკლასელი შვილები - ვინ რომელ სკოლაზე შეაჩერა არჩევანი
საქართველოს მთელი მასშტაბით სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. რომელ სკოლაზე შეაჩერეს არჩევანი ცნობილმა დედებმა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბეს:


თიკა ჯამბურია (მომღერალი) და მისი ქალიშვილი ნინა ხოფერია

- ნინა წელს პირველად წავა სკოლაში. მინდოდა პირველ საჯარო სკოლაში მიმეყვანა, სადაც მე ვსწავლობდი და ეს სკოლა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოვახერხე. შემდეგ გავიკითხე კერძო სკოლები და UG სკოლა მირჩიეს. გამიმართლა, მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი და ნინა იქ ისწავლის.

- როგორ ემზადებოდით სწავლის დაწყებისთვის?
- ნინა
ძალიან ნიჭიერი გოგოა, მე უფრო სიმღერა და ცეკვა-თამაში მიზიდავდა, ამიტომ ბავშვობაში უფრო ამ კუთხით ვიყავი დაკავებული. ნინა სხვანაირი გოგოა, ზუსტად ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა წყნეთში და მომზადებული შევა სკოლაში. მართალია იაფი არ არის კერძო სკოლის გადასახადი, მაგრამ შვილის განათლებაზე კარგ ინვესტიციას ვერ გავაკეთებ და მზად ვარ, მას სრულფასოვან განათლებაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი. 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS