13 სექტემბერი, 2017
ცნობილმა ინტერნეტ-ვარსკვლავმა "პრაიმ შოუს" უჩივლა
დათო აბზიანიძემ გადაცემა "პრაიმ შოუს" ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციის, ქარტია აქვრცელებს.

როგორც ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფრომაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე
განიხილავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
შაკო
მაგარი სლეები არიან. არც ლაპარაკი არც მოქცევა არც კულტურა, ერთმანეთს მაინც აცადეთ ლაპარაკი რა უბედურებაა ამდენს რომ ყაყანებთ
16:04 / 21-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნია
სალომე რომ ფონისთვის ზის იქ, ფაქტია. მისი აზრიანი მსჯელობა ჯერ არ მომისმენია. აშკარად ეტყობა შინაგანი სიცარიელე. დანარჩენები მომწონს. ნინო ნადირაძეს ეტყობა, რომ ძალიან განათლებულია, კარგი და დახვეწილი მეტყველება აქვს. რეალურია, არ დაფრინავს.
06:38 / 21-09-2017
გამოხმაურება / 0 /
***
და ვინ უყურებს ამათ?
03:24 / 21-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყველა უწიგნური ადამიანი რამ შეყარა ამ გადაცემაში,ეს ხალხის დაცინვაა და მეტი არაფერი
12:37 / 20-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნინი და სალომე საერთოდაც ზედმეტები არიან. ნოეეეეე, მეგობრობა სახლში.
00:17 / 15-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მოსახლეობის უმეტესობა
ეს გადაცემა არაფერს არ წარმოადგენს, ეს თვითონაც კარგად იციან, მაგრამ მაინც აწვებიან, დღეს ვის სჭირდება ხალხნო ეს სამზარეულოს საუბრები?
10:38 / 14-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS