05 სექტემბერი, 2017
ცნობილი ქართველები და მათი დედამთილები - "მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ის მიგებს"
რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე უამრავი რამ გვსმენია. აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობას ყველაზე რთულ ურთიერთობად მიიჩნევენ. მით უმეტეს, საქართველოში. "ambebi.ge" ცნობილი ქართველი რძალ-დედამთილებით დაინტერესდა.

ვერიკო ტურაშვილი
მომღერალ ვერიკო ტურაშვილის ქმარი გოშა ბერუჩაშვილი რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ვერიკოს და გოშას საერთო ქალიშვილი, 12 წლის ლიზა ბერუჩაშვილი ჰყავთ. ვერიკო დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. უმცროს ქალიშვილს, რომელიც 1 წლის არის, ვერიკომ დედამთილის სახელი ნატა დაარქვა.

"არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ურთიერთობა დაირღვეს. ნატა
ყოველთვის იქნება ჩემთან და ანალოგიურად, მეც ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. 14 წელია, ჩემს დედამთილთან ერთად ვცხოვორობ და ერთად ვიცხოვრებთ სულ. აქ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა, რძალ-დედამთილიც აღარ ვართ. ნატა ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანია. რაც ჩვენს ოჯახში ხდება - კარგი, საშუალო თუ ცუდი, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. ისიც ქალია, მეც ქალი ვარ და ძალიან სწორად, ზუსტად ესმის ყველაფერი, რაც კი ჩემს ცხოვრებაში ხდება. ყველაფერს სწორად აანალიზებს, მშობელმა დედამ შეიძლება ვერ გაგიგოს ისე, როგორც ნატა მიგებს", - ამბობს ვერიკო ტურაშვილი.

თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ყოფილ დედამთილებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორი დედამთილი მყავდა. ერთი სანდროს ბებია ქალბატონი ლენა და სანდროს დედა ნათია. დედამთილი ბებია უფრო არის, რადგან სანდროს დედასთან ვდაქალობ. ის პროფესიით პიანისტია, თავის სფეროში ძალიან წარმატებული და პოპულარულია, რაც შეეხება გურამ მაკალათიას დედას, ქალბატონ ნინო ცხოიძეს, არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას შემდეგ რაც დედა გარდამეცვალა, სამსახური დავკარგე და ოჯახიც დამენგრა, კიდევ უფრო აქტიურად მიდგას გვერდით და მაქსიმალურად მეხმარება ჩემი შვილის ალექსანდრეს აღზრდაში, რომელიც ბებიასთან ხშირად რჩება და ძალიან უყვართ ერთმანეთი".

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS