მართალია საკუთარ თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ოჯახი რომლის შექმნასაც ამდენი ხანი ელოდა ისე დაენგრა, ალბათ ვერც გაიაზრა ნინიკო ნაცარიშვილის სიყვარული. ვინ იცის იქნებ, ეს ქორწინებაც იმიტომ ჩაშალა, რომ ზედმეტად ჭკვიანია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია შემოგთავაზოთ 5
1. არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილის მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?
2. ზოგჯერ იცი, რომ გოგონას მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ შვილის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება მათი შეხე-დულებებისგან. ეს ყველაფერი ბავშვების უცხოეთში ნაადრევად გაშვების ბრალია. ისინი ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების წესს ეცნობიან, უკან ბრუნდებიან და მართლმადიდებელ დედ-მამას ეკითხებიან: ''რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?'' ან ''რატომ არ უნდა იყოს ოჯახში გენდერული თანასწორობა?'' ქალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას ოჯახში თავისი ადგილი აქვს. ოჯახის თავი მამაკაცია. ეს თემა ჩემთვის სხვაგვარად არ განიხილება. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ქალი ცდილობს, მამაკაცს თავზე წამოაჯდეს, ეს უზნეობით მოსდის. ამ დროს აღზრდაშია პრობლემა.
3. მე დღეს ჩემი შთამომავლობისთვის ვწვალობ. ვცხოვრობ პატიოსნად, რომ ვინმემ რამე არ წამოაძახოს ჩემს შვილს ან შვილიშვილს. ვინარჩუნებ ჯანმრთელობას, რომ დიდხანს ვიყო მათ გვერდით. მათთვის ვაშენებ უზარმაზარ სახლ-კარს ძველ ქართულ სტილში, რომ არასდროს დაივიწყონ თავიანთი ფესვები, ვაკეთებ მარანს იმისთვის, რომ შვილს ვაზი და ღვინო შევაყვარო.
4. ვიღაც იკავებს ქორწინებამდე სექსისგან თავს, მაგრამ ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა სექსში შეუთავსებლობის გამო. გააკეთებენ ხუთასკაციან ქორწილს, გააგებინებენ მთელ ქვეყანას და მერე სექსის გამო ოჯახს ანგრევენ, ან მიდიან სხვასთან… მე ეს არ მესმის, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიო. თუ ასე იცავ ყველა წესს, მაშინ ოჯახი უნდა შეინარჩუნო და ის შენი საწოლის საქმეც მოაგვარო…
5. დედაჩემი იმას მეუბნებოდა სულ, ისეთი გოგო მოიყვანე ცოლად, ღამე რომ გადახედავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოსო