04 სექტემბერი, 2017
5 რამ, რაც უნდა ისწავლო ლევან ჯიბღაშვილისგან - დედაჩემი იმას მეუბნებოდა, ისეთი გოგო მოიყვანე ცოლად, ღამე რომ გადახედავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოსო
არავინ იცის რა ამოუხსნელია ფენომენია, მაგრამ ფაქტია რომ ლევან ჯიბღაშვილი გამოჩენისთანავე იქცა პოპულარულ მსახიობად. ხალხს სალაპარაკოს არასდროს აკლებს, საკუთარი აზიატი ხასიათის გამო, ყველა ინტერვიუს შემდეგ ქარ-ცეცხლში ეხვევა, ბოლო დროს, საცოლესთან დაშორების შემდეგ კი, მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

მართალია საკუთარ თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ოჯახი რომლის შექმნასაც ამდენი ხანი ელოდა ისე დაენგრა, ალბათ ვერც გაიაზრა ნინიკო ნაცარიშვილის სიყვარული. ვინ იცის იქნებ, ეს ქორწინებაც იმიტომ ჩაშალა, რომ ზედმეტად ჭკვიანია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია შემოგთავაზოთ 5
საუკეთესო დარიგება ლევან ჯიბღაშვილისგან.

1. არ არის აუცილებელი განათლება მაინცდამაინც სამსახურში გამოიყენო. შვილები რომ გეყოლება და შეკითხვას დაგისვამენ, პასუხი უნდა გქონდეს, გაკვეთილის მომზადებაში რომ ვერ დაეხმარება მესამე კლასელ ბავშვს დედა, ასეთი ცოლი რად მინდა. ლენჩი დედა რომელ ქმარს სიამოვნებს?

2. ზოგჯერ იცი, რომ გოგონას მშობლები არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ შვილის მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება მათი შეხე-დულებებისგან. ეს ყველაფერი ბავშვების უცხოეთში ნაადრევად გაშვების ბრალია. ისინი ევროპულ ან ამერიკულ ცხოვრების წესს ეცნობიან, უკან ბრუნდებიან და მართლმადიდებელ დედ-მამას ეკითხებიან: ''რატომ უნდა ვიყო ქრისტიანი?'' ან ''რატომ არ უნდა იყოს ოჯახში გენდერული თანასწორობა?'' ქალს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას ოჯახში თავისი ადგილი აქვს. ოჯახის თავი მამაკაცია. ეს თემა ჩემთვის სხვაგვარად არ განიხილება. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ქალი ცდილობს, მამაკაცს თავზე წამოაჯდეს, ეს უზნეობით მოსდის. ამ დროს აღზრდაშია პრობლემა.

3. მე დღეს ჩემი შთამომავლობისთვის ვწვალობ. ვცხოვრობ პატიოსნად, რომ ვინმემ რამე არ წამოაძახოს ჩემს შვილს ან შვილიშვილს. ვინარჩუნებ ჯანმრთელობას, რომ დიდხანს ვიყო მათ გვერდით. მათთვის ვაშენებ უზარმაზარ სახლ-კარს ძველ ქართულ სტილში, რომ არასდროს დაივიწყონ თავიანთი ფესვები, ვაკეთებ მარანს იმისთვის, რომ შვილს ვაზი და ღვინო შევაყვარო.

4. ვიღაც იკავებს ქორწინებამდე სექსისგან თავს, მაგრამ ქორწინების შემდეგ ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა სექსში შეუთავსებლობის გამო. გააკეთებენ ხუთასკაციან ქორწილს, გააგებინებენ მთელ ქვეყანას და მერე სექსის გამო ოჯახს ანგრევენ, ან მიდიან სხვასთან… მე ეს არ მესმის, ამის გამო ოჯახი არ უნდა დაანგრიო. თუ ასე იცავ ყველა წესს, მაშინ ოჯახი უნდა შეინარჩუნო და ის შენი საწოლის საქმეც მოაგვარო…

5. დედაჩემი იმას მეუბნებოდა სულ, ისეთი გოგო მოიყვანე ცოლად, ღამე რომ გადახედავ, ცუდი სიზმარი არ გეგონოსო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ჰაჰაჰა
ქალს თავისი ადგილი აქვს, ფინიას-თავისი :) აი რატომ ვერ იტანენ ჩემი შვილები ამას! რა გენდერული თანასწორობა, :))))))))
21:15 / 12-07-2018
გამოხმაურება / 0 /
კუსა
სიბრძნით არ ჩამოუვარდება პაულო კოელიოს:)))) ლევან თავს ნუ იმასხარავებ...
15:02 / 12-09-2017
გამოხმაურება / 0 /
თიკა
მე-5 დარიგებას თუ გოგოს მშობლებიც იძლევიან,ამას ვინ გაყვება? ღამე რომ გადახედავენ კარგი სიზმარი ნამდვილად არ ეგონებათ
01:36 / 12-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ანო
ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს ამდენი ბოზი არ ეყოლებოდა ამ ქვეყანას. დგეს ერთი ქმარი ყავს ხვალ მეორე, ზეგ მესამე ვერავის ვერ ეწყობიან და ტელევიზიებიდან ჩვენ შვილებს მოძღვრავენ ქორწინებამდე საჭიროა ტუ არა სექსი.იგულავეტ არავის შურს თქვენი. თქვენ თავთან მარტო რომ დარჩებით შეეკითხეთ ხართ თუ არა ბედნიერები.ტელევიზორიდან ვითომ ბედნიერები და ყალბათ მომცინარეებო.
18:45 / 11-09-2017
გამოხმაურება / 0 /
თათა
რას ერჩით ამ ბიჭს. კარგად ლაპარაკობს...
22:08 / 10-09-2017
გამოხმაურება / 0 /
D
Gაიხარე სტატიის ავტორო,მაგრად მაცინე,თუმცა ლევანის "სიბრძნეების" გარეშე შენ რას გახდებოდი :)
01:14 / 10-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ჯიბღაშვილი- დედიკოს ვარსკვლავთბიჭუნა--ამით ყველაფერი ნათქვამია..
16:09 / 08-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ლევან ეგ სჰენი აზრები შენთვის შეინახე ჯობია და ჭკუას ნუ გვარიგებ....მაგდენი თუ იცოდი ნაცარაშვილი არ იქნებოდა შენი საცოლე
13:24 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ეს რა კარგი რამეები ჩამოგირაკრაკებია ლევანჩიკო :) მე - 5 მომეწონა განსაკუთრებით - დედიკოს ფაქსიმილიეა რააა :) ამ ჟურნალისტების ხელში მგონი გაუთხოვარი დარჩები
11:49 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ლენჩზე კი იყავი შეყვარებული და რა ვიცი თავმოყვარეობა არ გაგაჩნია შენ ვის უნდა ასწავლო ჭკუა ჰაჰაჰაჰაჰ
08:33 / 07-09-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS