29 აგვისტო, 2017
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ოსკარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს
ქართული ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ოსკარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე 2017 წელს შედგა და ფილმმა დღემდე უკვე 13 მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დღეს და ხვალ, 29-30 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ოთხი ქართული ფილმის ჩვენებას აწყობს, რომელთაგანაც ერთ-ერთს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულ ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ოსკარის 2018 წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით წარადგენს.

გამარჯვებულ ფილმს ჟიური ფარული კენჭისყრით გამოავლენს.

ჟიურის წევრები:

1. კახი კანდელაკი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
2. ლანა ღოღობერიძე რეჟისორი
3. კოტე ჯანდიერი სცენარისტი
4. ოთარ შამათავა რეჟისორი-პროდიუსერი
5. ია სუხიტაშვილი მსახიობი
6. არჩილ ახვლედიანი ოპერატორი
7. გიორგი ოვაშვილი რეჟისორი
8. ქეთი ტრაპაიძე კინომცოდნე
9. ზურაბ მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS